გერმანიის ქალაქ ჰანაუში, რომელიც ფრანკფურტთან ახლოს მდებარეობს, სროლა იყო, რის შედეგადაც დაღუპულია რვა ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას მედიასაშუალებები ადგილობრივ სამართალდამცავებზე დაყრდნობით ავრცელებენ.
მათივე ინფორმაციით, სროლა ორ ლოკაციაზე განხორციელდა, რა დროსაც შეიარაღებულმა პირებმა ცეცხლი ჩილიმ ბარებს გაუხსნეს და გაიქცნენ.
ქალაქში მობილიზებულია პოლიცია და სპეცდანიშნულების ძალები, გადაკეტილია ორი ქუჩა. ძებნა-დაკავების ღონისძიებაში ჩართულია ვერტმფრენები.
ინციდენტების მოტივი ჯერჯერობით უცნობია.