ანა დოლიძე - მერაბიშვილმა ახსენა სიტყვა დამხობა, სინამდვილეში ხალხმა ავარჩიეთ ისეთი სახელმწიფო, სადაც ხელისუფლებებს არ ვამხობთ, არამედ ვცვლით  დემოკრატიულად

ვანო მერაბიშვილი ასოცირდება ძალიან მძიმე ტრავმებთან, ძალადობასთან, ჩაგვრასთან და მასობრივ დარბევებთან, - ასე აფასებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ანა დოლიძე ვანო მერაბიშვილის ციხიდან გამოსვლის შემდეგ გაკეთებულ განცხადებებს.

მისი შეფასებით, მერაბიშვილის განცხადება ხელისუფლების დამხობასთან დაკავშირებით ძალადობის სიმბოლიკას შეიცავს, რომელზეც ქართველმა ხალხმა დიდი ხნის წინ უარი განაცხადა.

„მერაბიშვილის ფიგურა პირდაპირ არის ასოცირებული ძალიან მძიმე ტრავმებთან, ძალადობასთან, ჩაგვრასთან მასობრივ დარბევებთან და რეპრესიებთან. ის გასამართლებულია რამდენიმე სერიოზული ძალადობრივი დანაშაულისთვის და სამწუხაროა, რომ ციხიდან გამოსვლისთანავე მისი პირველი განცხადება უკავშირდება ძალადობის სიმბოლიკას. მან ახსენა სიტყვა დამხობა, სინამდვილეში ჩვენ ქართველმა ხალხმა ავარჩიეთ ისეთი სახელმწიფო, სადაც ხელისუფლებებს არ ვამხობთ, არამედ ვცვლით მშვიდად, დემოკრატიულად, სამართლებრივი არჩევნების მეშვეობით", - განაცხადა ანა დოლიძემ.

როგორც ანა დოლიძე აღნიშნავს, ვანო მერაბიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება გააძლიერებს საზოგადოებაში პოლარიზებას, შესაბამისად, მისი ფიგურა მოგებიანია იმ პოლიტიკური ძალებისთვის, ვისთვისაც მნიშვნელოვანია საზოგადოების დაყოფა/დაპირისპირება.

შეგახსენებთ, რომ ე.წ. მატროსოვის ციხიდან ახლად გამოსულმა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა განაცხადა, რომ აქტიურ პოლიტიკაში ჩართვას გეგმავს. მან საზოგადოებას პირობა მისცა, რომ "საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება 1 წელიწადში დასრულდება", რაც მისი თქმით, „აუცილებელია, იმისთვის, რომ ქვეყანაში დაიწყოს განვითარება, ხალხის კეთილდღეობა გაიზარდოს, გაქრეს უიმედობა, ახალგაზრდობას მიეცეს პერსპექტივა, ადამიანებს დასაქმება და ღირსეული ხელფასი, მოხუცებს კი ღირსეული პენსია". ამასთანავე, მერაბიშვილის განცხადებით, ხელისუფლების დამხობის მერე, „მატროსოვის" "კარი ფართოდ გაიხსნება და ყველა პოლიტპატიმარი გათავისუფლდება".

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა