გერმანიაში დღეს მომხდარი თავდასხმების სავარაუდო მოტივი ქსენოფობიაა

დღეს ფრანკფურტთან მომხდარი სროლების შედეგად დაღუპულთაგან რამდენიმე პირი სავარაუდოდ, თურქი ეროვნებისაა. ინფორმაციას გერმანული და თურქული მედია ავრცელებს. გავრცელებული ცნობით, თავდასხმის მიზეზი სავარაუდოდ, ქსენოფობიაა.

„იმედი გვაქვს, რომ გერმანიის ხელისუფლება მაქსიმუმს გააკეთებს, რათა ვითარებას ნათელი მოჰფინოს. რასიზმი კოლექტიური კიბოა“, - აცხადებს თურქეთის პრეზიდენტის წარმომადგენელი, იბრაჰიმ კალინი.

ინციდენტს დღეს ანგელა მერკელის „ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის“ ლიდერი, ანაგრეტ კრამპ-კარენბაუერი გამოეხმაურა. მისი თქმით, ქსენოფობია გერმანიის მზარდი პრობლემაა.

„საწამლავია ადამიანები მოწინააღმდეგეებად აღიქვა, შენი თავი სხვებზე უკეთესად მიიჩნიო, თანამოქალაქეები უცხოებად წარმოიდგინო - ეს საწამლავია, რომელიც უფრო და უფრო იპყრობს საზოგადოებას და კრიმინალისკენ უბიძგებს“,- განაცხადა კარენბაუერმა.

შეგახსენებთ, დღეს გერმანიის ქალაქ ჰანაუში, რომელიც ფრანკფურტთან ახლოს მდებარეობს, შეიარაღებული პირი ორ სხვადასხვა ლოკაციაზე ჩილიმ ბარებს დაესხა თავს, რის შედეგადაც დაიღუპა 9 და დაშავდა 4 ადამიანი.მოგვიანებით პოლიციამ დამნაშავე, თავის დედასთან ერთად გარდაცვლილი იპოვა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა