თორნიკე რიჟვაძე, ბათუმის მერთან ერთად, არდაგანის ტბის მიმდებარედ სანიაღვრე სატუმბი სადგურის მშენებლობის მიმდინარეობას გაეცნო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, ბათუმის მერთან ლაშა კომახიძესთან ერთად, არდაგანის ტბის მიმდებარედ სანიაღვრე სატუმბი სადგურის მშენებლობის პროცესის მიმდინარეობას გაეცნო. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

„ბათუმში წყალმომარაგება - წყალარინების კუთხით მასშტაბური პროექტები ხორციელდება. აღნიშნული პროექტი ითვალისწინებს წყალარინების სისტემების რეაბილიტაციას, რაც უხვი ნალექის დროს ქალაქის დატბორვის რისკებს მნიშვნელოვნად შეამცირებს“, - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

პროექტი, რომელიც მოიცავს სანიაღვრე არხებს, სატუმბ სადგურს და ზღვაში ჩამშვებ მილებს 2020 წელს დასრულდება და მისი ღირებულება 13 მლნ ევროა.

ამ ეტაპზე, სატუმბი სადგურის კედლებზე, სვეტებსა და გადახურვის კონსტრუქციაზე ბეტონის დასხმის სამუშაოები ხორციელდება. სატუმბ სადგურში სანიაღვრე წყლების შედინება ჯავახიშვილისა და ნინოშვილის სანიაღვრე არხების საშუალებით მოხდება.

სამუშაოები ბათუმის მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს და მშენებლობა მიმდინარე წელს დასრულდება.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა