ალეკო ელისაშვილი - აბსოლუტურად გამოვრიცხავთ ვანო მერაბიშვილთან რაიმე ფორმით თანამშრომლობას

“სამოქალაქო მოძრაობის” ლიდერი ალეკო ელისაშვილი ყოფილ შს მინისტრთან, ვანო მერაბიშვილთან თანამშრომლობას გამორიცხავს.

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, “სამოქალაქო მოძრაობას” ვანო მერაბიშვილთან არანაირი ღირებულებითი საკითხი არ აკავშირებს.

“ ე.წ. გაერთიანებულ ოპოზიციაში ჩვენ ვართ მხოლოდ ერთი მიზნით, რომ გადავიდეთ არჩევნების პატიოსან წესზე, ანუ , პროპორციულ არჩევნებზე. იქ შეკრებილ პარტიების 99%-თან სხვა არაფერი ღირებულებითი არ გვაკავშირებს. ისევე, როგორც არანაირი ღირებულებითი საკითხი არ გვაკავშირებს ვანო მერაბიშვილთან. აბსოლუტურად გამოვრიცხავთ მასთან რაიმე ფორმით თანამშრომლობას. დღემდე თვალით ნანახიც არ მყავს ვანო მერაბიშვილი და ამ დანაკლისის შევსებასაც არ ვაპირებ, მით უფრო იმ განცხადების ფონზე. იმედს დავიტოვებ, რომ ციხიდან რომ გამოვიდა მერაბიშვილი, ამდენი ჟურნალისტი ერთად დაინახა ვერ მოზომა თავის სათქმელი და დააბრეხვა, სხვა შემთხვევაში 2003 წლის რევოლუციური რიტორიკის მოსმენა არავის არ უნდა, ჩვენ განსაკუთრებით”,- განაცხადა ელისაშვილმა.

შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, მსჯავრდებულმა ვანო მერაბიშვილმა თითქმის 7-წლიანი პატიმრობის შემდეგ, პენიტენციურ დაწესებულება, ე.წ. მატროსოვის ციხე დღეს დატოვა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი