თინა ბოკუჩავა - სიტყვა “დამხობა“ უკეთესად შეიძლებოდა შერჩეულიყო, თუმცა ნებისმიერმა ჩვენგანმა ექვსი წელი და ცხრა თვე სამარტოო საკანში რომ გაატაროს, შეიძლება, სიტყვების შერჩევა გაუჭირდეს

ვანო მერაბიშვილმა თითქმის შვიდი წელი გაატარა სამარტოო საკანში, რაც ევროპული სტანდარტებით არის წამების ტოლფასი,- ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა თინა ბოკუჩავამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, შესაძლოა თუ არა, ვანო მერაბიშვილის გაერთიანებული ოპოზიციის შეხვედრებზე ხილვა, ბოკუჩავამ განაცხდა, რომ გადაწყვეტილება თავად მერაბიშვილმა უნდა მიიღოს.

“გადაწყვეტილება მისია, უპირველეს ყოვლისა დღეს გავრცელებულ განცხადებაში მან თქვა, რომ აპირებს პოლიტიკაში მოსვლას, თუმცა არ უთქვამს რა ფორმით, რომელ პარტიაში. ჩემი აზრით, მნიშნველოვანია თავად მან გამოხატოს საკუთარი სურვილი და შემდეგ შევძლოთ ჩვენ ამის კომენტირება. რაც შეეხება სიტყვა “დამხობას”, რა თქმა უნდა, უკეთესად შეიძლებოდა შერჩეულიყო, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ნებისმიერმა ჩვენგანმა ექვსი წელი და ცხრა თვე რომ გაატაროს სამარტოო საკანში, შეიძლება გაუჭირდეს სიტყვების შერჩევა. ცინიზმს, რაც ჩვენ ვიხილეთ ხელისუფლების სხვადასხვა წარმომადგენლების მხრიდან, სამარცხვინოს ვუწოდებდი, ძალიან მსუბუქად რომ ვთქვა”,- აღნიშნა თინა ბოკუჩავამ.

შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, მსჯავრდებულმა ვანო მერაბიშვილმა თითქმის 7-წლიანი პატიმრობის შემდეგ, პენიტენციური დაწესებულება, ე.წ. მატროსოვის ციხე დღეს დატოვა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს