ავსტრალიის საგარეო უწყება -  მტრული კიბერსაქმიანობა ეწინააღმდეგება რუსეთის მცდელობას, პრეტენზია გამოხატოს, რომ კიბერსივრცეში პასუხისმგებლობის მქონე მოთამაშეა

რუსეთის სამხედრო სადაზვერვო სამსახურის მიერ განხორციელებული ქმედებები რიგი სახელმწიფოების წინააღმდეგ განგრძობადი კიბეროპერაციების აშკარა დემონსტრირებაა, - ამის შესახებ ავსტრალიის საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ავსტრალია რუსეთს მოუწოდებს, ვალდებულებები შეასრულოს.

"დღეს, ავსტრალიის მთავრობა შეუერთდა საერთაშორისო პარტნიორებს, რომლებმაც დაგმეს გასული წლის ოქტომბერში საქართველოს წინააღმდეგ მიმართული რუსეთის მტრული კიბერსაქმიანობა. ჩვენს პარტნიორებთან და მოკავშირეებთან კონსულტაციის შემდეგ, ავსტრალიის ხელისუფლებამ დაადგინა, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა (GRU) საქართველოს სხვადასხვა ვებგვერდზე მთელი რიგი ძირის გამომთხრელი კიბერთავდასხმები განახორციელა, რამაც 2019 წლის ოქტომბერში რამდენიმე ათასი ვებგვერდის ფართო დაზიანება გამოიწვია. დაზიანებულ ვებგვერდებს შორისაა საქართველოს მთავრობის, სასამართლოების, არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიისა და ბიზნესების კუთვნილი საიტები. ამ ძირის გამომთხრელმა საქმიანობამ რამდენიმე ეროვნული ტელემაუწყებლის საქმიანობის შეფერხებაც გამოიწვია. საერთაშორისო საზოგადოება, მათ შორის რუსეთი, შეთანხმდა, რომ პასუხისმგებლიანი სახელმწიფოს ქცევის შესახებ საერთაშორისო კანონები და ნორმები კობერსივრცეზეც ვრცელება. ეს მტრული კიბერსაქმიანობა ეწინააღმდეგება რუსეთის მცდელობას, პრეტენზია გამოხატოს, რომ კიბერსივრცეში პასუხისმგებლობის მქონე მოთამაშეა. რუსეთის სამხედრო სადაზვერვო სამსახურის მიერ განხორციელებული ეს ქმედებები რიგი სახელმწიფოების წინააღმდეგ განგრძობადი კიბეროპერაციების აშკარა დემონსტრირებაა. ჩვენ მხარს ვერ დავუჭერთ, როცა კიბერსივრცეს იყენებენ დემოკრატიის დესტაბილიზაციისთვის, ინსტიტუციების ძირის გამოთხრისთვის და კრიტიკული ინფრასტრუქტურის ჩამოშლისთვის. მანამდე რუსეთი დათანხმდა, რომ ის კიბერსივრცეში პასუხისმგებლობის ფარგლებში იმოქმედებდა. ავსტრალია რუსეთს მოუწოდებს, ამ ნორმების ჩარჩოებში ვალდებულებები შეასრულოს",-ნათქვამია ინფორმაციაში.

ცნობისთვის, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ვლადიმერ კონსტანტინიდმა უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ 2019 წლის 28 ოქტომბერს საქართველოში განხორციელებული ფართომასშტაბიანი კიბერშეტევა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, სასამართლო სისტემის, სხვადასხვა მუნიციპალიტეტის საკრებულოების, სახელმწიფო, კომერციული და მედია ორგანიზაციების ვებ-გვერდებზე, სერვერებსა და სხვა მართვით სისტემებზე დაიგეგმა და განხორციელდა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს მიერ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა