ანდრეი რუდენკო აცხადებს, რომ რუსეთს  9 მაისის ღონისძიებაზე დასწრების თაობაზე ზურაბიშვილისა და ზელენსკისგან რაიმე სახის ინფორმაცია  არ მიუღია

რუსეთს არ მიუღია რაიმე სახის ინფორმაცია საქართველოსა და უკრაინის პრეზიდენტების ადმინისტრაციებიდან მაისში, გამარჯვების 75 წლის აღსანიშნავ ღონისძიებებზე დასწრებასთან დაკავშირებით. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ანდრეი რუდენკომ განაცხადა.

„ყოველ შემთხვევში, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ამის შესახებ არაფერი იციან“, - განუცხადა რუდენკომ რუს ჟურნალისტებს კითხვაზე, მიიღო თუ არა რუსეთმა რაიმე სახის პასუხი სალომე ზურაბიშვილისა და ვლადიმერ ზელენსკის ადმინისტრაციებიდან, მათი შესაძლო მონაწილეობის შესახებ 9 მაისის ღონისძიებებზე მოსკოვში.

რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის იური უშაკოვის ინფორმაციით, 17 ქვეყნის ლიდერმა მოსკოვში ჩასვლისა და გამარჯვების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მონაწილეობის შესახებ თანხმობა განაცხადა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა