ტრამპის ყოფილ მრჩეველს სასამართლომ 40-თვიანი პატიმრობა მიუსაჯა

აშშ-ის პრეზიდენტის დიდი ხნის მოკავშირესა და ყოფილ მრჩეველს, როჯერ სტოუნს 40-თვიანი პატიმრობა მიესაჯა. გასული წლის ნოემბერში 67 წლის სტოუნი 7 მუხლით სცნეს დამნაშავედ, მათ შორის არის კონგრესის წინაშე ტყუილის თქმა, დამაბრკოლებელი გარემოებების შექმნა და მოწმეებზე ზეგავლენის მოხდენა.

პროკურორები მის წინააღმდეგ 7-დან 9 წლამდე პატიმრობას ითხოვდნენ. სტოუნი ბრალდებებს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.

BBC-ის ინფორმაციით, სტოუნი ტრამპის მეექვსე მრჩეველია, რომელიც რობერტ მიულერის საქმის გამოძიების ფარგლებში სასამართლომ დამნაშავედ სცნო. სასამართლოზე ითქვა, რომ სტოუნმა ფიცის ქვეშ 5-ჯერ იცრუა, მათ შორის ტრამპის საარჩევნო კამპანიაზე მომუშავე ოფიციალურ პირებთან მისი საუბრების და WikiLeaks-ისთან შუამავლობის თაობაზე.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა