ტექნოპარკში ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს წლიური ანგარიშის პრეზენტაცია და მსოფლიოს წამყვან ბიზნეს აქსელერატორ 500 Startups-თან ხელმოწერის ცერემონიალი გაიმართა

ტექნოპარკში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს წლიური ანგარიშის პრეზენტაცია და მსოფლიოს წამყვან ბიზნეს აქსელერატორ 500 Startups - თან ხელმოწერის ცერემონიალი გაიმართა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოდან აცნობეს, ღონისძიება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ გახსნა, ანგარიში კი ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ წარადგინა.

„2014-2019 წლების ბიუჯეტის გადანაწილება და ათვისება, 2020 წლის გეგმები, რა მიზნობრიობით იხარჯება GITA-ს ბიუჯეტი და რა საკანონმდებლო ინიციატივები შეიქმნა ამ პერიოდში, ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს საგრანტო პროგრამების მიმოხილვა, რეგიონების აქტიური ჩართვა სტარტაპ ეკოსისტემის განვითარების პროცესში და ტექნოლოგიების გადაცემის საპილოტე პროგრამის მნიშვნელობა - ეს ის თემებია, რაზეც ინოვაციების სააგენტოს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ პრეზენტაციის მსვლელობის დროს ისაუბრა.

2020 წელს სააგენტოს საგრანტო პროგრამის ფარგლებში 100 000 ლარით დაფინანსდება 40 მაღალტექნოლოგიური და გლობალური პოტენციალის მქონე სტარტაპი, ხოლო 650 000 ლარიანი საგრანტო პროგრამით - 12 სტარტაპამდე. ჯამურად სტარტაპების განვითარებაში 8.1 მილიონი ლარი დაიხარჯება.

დამატებით ბათუმში, კასპსა და გურჯაანში გაიხსნება ტექნოპარკები, რომლებიც ახალგაზრდა თაობას საშუალებას მისცემს განავითარონ სამეწარმეო უნარები და ჩაერთონ სააგენტოს მიერ განხორციელებულ პროგრამებში.

2020 – 2022 წლებში გადამზადდება 3000 IT სპეციალისტი, ისეთ მაღალანაზღაურებად პროფესიებში, როგორიცაა: პროგრამირება, კიბერუსაფრთხოება, მობაილ დეველოპმენტი და სხვა.

2019 წელს, ინოვაციური ბანაკების ფარგლებში გადამზადდა სკოლის 100 მოსწავლე და 30 სტუდენტი, ხოლო 2020 წელს გადამზადდება დამატებით 300 მოსწავლე/სტუდენტი“,-ნათქვამია ინფორმაციაში.

როგორც სააგენტოში განმარტავენ, ძალიან მნიშვნელოვანია ტექნოლოგიების გადაცემის საპილოტე პროგრამა, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს ბაზრის მოთხოვნაზე ორიენტირებული სამეცნიერო პროექტების კომერციალიზაციას. საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტიდან და კვლევითი ცენტრიდან შემოსულია 74 აპლიკაცია და შერჩეულია 13 პროექტი. პროექტი ხორციელდება მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობითა და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით.

აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში განხორციელდა სამმხრივი ხელმოწერა: GITA, 500 Startups და BOG. საქართველოში საერთაშორისო ტოპ აქსელერატორის 500 Startups-ის შემოსვლა რეგიონალური მასშტაბის მოვლენაა. აღსანიშნავია, რომ ასეთი კლასის აქსელერატორები შემოდიან მხოლოდ დიდი პოტენციალის მქონე ქვეყნებში, შესაბამისად დაინტერესებულები არიან ეკოსისტემის გაძლიერებაში და მსხვილი საერთაშორისო ინვესტორების მოზიდვაში. ასევე, აღსანიშნავია კერძო სექტორის ჩართულობა. საქართველოს ბანკი დამატებით ინვესტიციის სახით 1 მილიონი დოლარის მობილიზებას მოახდენს სტარტაპებში.

სააგენტოში აღნიშნავენ, რომ მაღალი კლასის აქსელერატორის შემოსვლა ხელს შეუწყობს საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემის გაძლიერებასა და საინვესტიციო პოტენციალის განვითარებას, ქართულ სტარტაპებს კი ეძლევათ შანსი, თავიანთი პროდუქტები გაიტანონ გლობალურ ბაზარზე.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა