ვლადიმერ პუტინი - სირიაში ტერორიზმის საფრთხის გასანეიტრალებლად ეფექტური ზომების მიღებაა საჭირო

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მიიჩნევს, რომ სირიაში ტერორიზმის საფრთხის გასანეიტრალებლად ეფექტური ზომების მიღებაა საჭირო, - ამის შესახებ კრემლის პრეს სამსახურის განცხადებაშია აღნიშნული, რომელიცპუტინს, საფრანგეთის პრეზიდენ ემანუელ მაკრონსა და გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს შორის გამართული სატელეფონო საუბრების შემდეგ გავრცელდა.

რუსული მედიის ინფორმაციით, სატელეფონო დიალოგის დროს განსაკუთრებული ყურადღება სირიის კრიზისის მოგვარებასა და იდლიბის რეგიონში სიტუაციის ესკალაციასთან დაკავშირებულ საკითხებს დაეთმო.

„ვლადიმერ პუტინმა ხაზი გაუსვა სირიის არაბული რესპუბლიკის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვით ტერორიზმის საფრთხის გასანეიტრალებლად ეფექტური ზომების მიღების აუცილებლობას,“- ნათქვამია კრემლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, მაკრონმა და მერკელმა მზადყოფნა გამოთქვეს, ხელი შეუწყონ სირიაში დაძაბულობის შემცირებას.

იხილეთ ვიდეო: ვლადიმერ პუტინი - სირიაში ტერორიზმის საფრთხის გასანეიტრალებლად ეფექტური ზომების მიღებაა საჭირო

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა