ტრამპი „პარაზიტისთვის“ ოსკარის გადაცემაზე - კინოაკადემიის დაჯილდოვება წელს რა ცუდი იყო, საერთოდ რა ჯანდაბაზეა ეს ფილმი?

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კინოაკადემიის მიერ სამხრეთ კორეული ფილმისთვის „პარაზიტი“ ოსკარის გადაცემა გააკრიტიკა.

აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნული განცხადება კოლორადოს შტატში სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

„რა ცუდი იყო კინოაკადემიის დაჯილდოვება წელს, ნახეთ? და გამარჯვებულია... ფილმი სამხრეთ კორეიდან“,- განასახიერა ტრამპმა წამყვანი.

მისივე თქმით, აშშ-ს სამხრეთ კორეასთან საკმაოდ ბევრი პრობლემა აქვს.

„ეს საერთოდ რა ჯანდაბაზე იყო? ჩვენ ისედაც საკმარისი სავაჭრო პრობლემები გვაქვს სამხრეთ კორეასთან და ამ ყველაფრის ფონზე მათ საუკეთესო ფილმის ჯილდო მიანიჭეს?“-განაცხადა ტრამპმა.

შეგახსენებთ, „პარაზიტი“ პირველი უცხოური ფილმია, რომელმაც კონოაკადემიის ჯილდო მოიპოვა საუკეთესო ფილმის ნომინაციაში.

იხილეთ ვიდეო: "საერთოდ რა ჯანდაბაზე იყო ეს ფილმი?" - ტრამპი "ოსკარის" გამარჯვებულ "პარაზიტზე"

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა