უკრაინის ჯანდაცვის მინისტრი, სოლიდარობის ნიშნად, ჩინეთიდან ევაკუირებულებთან ერთად კარანტინში დარჩება

უკრაინის ჯანდაცვის მინისტრის ზორიანა სკალეტსკას თქმით, სოლიდარობის ნიშნად, ის ჩინეთიდან ევაკუირებულ უკრაინის მოქალაქეებთან ერთად კარანტინს გაივლის.

„გადავწყვიტე, რომ შევუერთდები იმ ადამიანებს, რომლებიც დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან. მე მომავალ 14 დღეს მათთან ერთად გავატარებ იმავე ტერიტორიაზე და იმავე პირობებში, როგორშიც ისინი იმყოფებიან“,-განაცხადა მინისტრმა.

ზორიანა სკალეტსკას თქმით, მისი იქ ყოფნა დაამშვიდებს ადგილობრივ მოსახლეობას, რომელიც ქალაქ ნოვი სანჟარიში ევაკუირებულების მოთავსებას აპროტესტებს.

„ის რაც დღეს ხდებოდა - პანიკა და ნულოვანი ტოლერანტობა, ნიჰილიზმი და აგრესია - ამ ყველაფერმა ძალიან უარყოფითი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. ის ადამიანები, რომლებიც ჩინეთიდან ჩამოიყვანეს, კიდევ უფრო დათრგუნული არიან. მე გთხოვთ, მადლობა გადაუხადოთ მათ, რომ ისინი დათანხმდნენ იზოლაციაში ყოფნას ყველა ჩვენთაგანის უსაფრთხოების გამო“, -განაცხადა მინისტრმა.

შეგახსენებთ, დღეს ქალაქ ნოვიე-სანჟარიში ათეულობით ადამიანი შეიკრიბა, რომლებიც აცხადებდნენ, რომ ჩინეთიდან მოქალაქეების ევაკუაცია ქალაქში ვირუსის გავრცელებას გამოიწვევდა. მათ ავტობუსებს ქვები დაუშინეს, საბურავები დაწვეს და გზები გადაკეტეს.

იხილეთ ვიდეო: უკრაინის ჯანდაცვის მინისტრი სოლიდარობის ნიშნად ჩინეთიდან ევაკუირებულებთან ერთად კარანტინში დარჩება

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა