სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის წარმომადგენლებმა ცესკო-ს წარმომადგენლებს ტრენინგი ჩაუტარეს

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის წარმომადგენლებმა მარიამ ელყანაშვილმა და მაია დემეტრაშვილმა, ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) და ცესკოს სწავლების ცენტრის წარმომადგენლებისთვის პერსონალური მონაცემების დაცვის მნიშვნელობაზე ერთდღიანი ტრენინგი ჩაატარეს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ტრენინგში ცესკოს და სწავლების ცენტრის 20-მა თანამშრომელმა მიიღო მონაწილეობა.

მომხსენებლებმა ტრენინგის დამსწრეებთან პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების ზოგადი პრინციპები, მონაცემთა სუბიექტების უფლებები და მონაცემთა უსაფრთხოების საკითხები განიხილეს.

ტრენინგზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილებებზე და სახელმწიფო ინსპექტორის დავალებების შესრულების მდგომარეობაზე.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური მოქალაქეთა პერსონალური მონაცემების დაცვის უზრუნველსაყოფად, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თანამშრომლებისთვის ტრენინგებისა და საინფორმაციო ხასიათის შეხვედრების ჩატარებას 2020 წლის წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში გააგრძელებს.

პერსონალური მონაცემების დარღვევის პრევენციის მიზნით უწყებები საინფორმაციო კამპანიის ფარგლებშიც ითანამშრომლებენ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა