ვლადიმერ პუტინი - ვლადიმერ ზელენსკისთან მშვიდობაზე, მეგობრობაზე მოლაპარაკებები შესაძლებელია, რადგან „იმედი ბოლოს კვდება“

რუსეთისა და უკრაინის თანამშრომლობა ბევრ ქვეყანას არ აწყობს, რადგან ასე მათ გლობალური კონკურენტი ეყოლებათ და ამიტომ ყველაფერს აკეთებ, რომ დაგვაშორონ, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა „ტასთან“ ინტერვიუში „20 კითხვა ვლადიმერ პუტინს“ განაცხადა.

„ნებისმიერი გაერთიანება რუსეთსა და უკრაინას შორის, მათი შესაძლებლობები და კონკურენტუნარიანობა ქმნის გლობალურ კონკურენტს ევროპასა და მთელს მსოფლიოში. ეს არავის სურს, ამიტომაც ყველაფერს აკეთებენ, რომ დაგვაშორონ“, - განაცხადა პუტინმა.

მისივე თქმით, ვლადიმერ ზელენსკისთან „მშვიდობაზე, მეგობრობაზე“ მოლაპარაკებები შესაძლებელია, რადგან „იმედი ბოლოს კვდება“.

„იმედი ბოლოს კვდება, ალბათ, არის მოლაპარაკებების შესაძლებლობა. მაგრამ, აი სამწუხაროდ, ის ჩამოვიდა პარიზიდან „ნორმანდიული ოთხეულის“ სამიტის შემდეგ და დაიწყო საუბარი იმაზე, რომ მინკის ხელშეკრულება უნდა გადაიხედოს“, - განაცხადა პუტინმა.

იხილეთ ვიდეო: ვლადიმერ პუტინი - რუსეთისა და უკრაინის თანამშრომლობა ბევრ ქვეყანას არ აწყობს, რადგან ასე მათ გლობალური კონკურენტი ეყოლებათ

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა