აჭარის ტელევიზიის შენობასთან მოძრაობა „გაბედეს" წევრებმა საბჭოთა პერიოდის მედლები მიიტანეს

აჭარის ტელევიზიის შენობასთან მოძრაობა „გაბედეს" წევრებმა საბჭოთა პერიოდის მედლები მიიტანეს.

აქციის მონაწილეები აჭარის ტელევიზიის შენობაში შესვლას და მედლების გადაცემას არხის დირექტორის, გიორგი კოხრეიძისა და სამეურვეო საბჭოს წევრებისთვის გეგმავდნენ, თუმცა დაცვის თანამშრომლებმა შესვლის უფლება არ მისცეს.

აქციის მონაწილეების განცხადებით, საბჭოთა სიმბოლოები დირექტორსა და ბორდის წევრებთან ასოცირდება, „რადგან ისინი „ქართულ ოცნებას“ ემსახურებიან“.

შეგახსენებთ, აჭარის ტელევიზიის თანამშრომლები აცხადებენ, რომ სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას ხელისუფლების სასარგებლოდ არხის დირექტორი გიორგი კოხრეიძე ცდილობს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო