მამუკა მდინარაძე - ოპოზიციის სცენარი რევოლუციურია - პირობას ვაძლევთ, რომ ვერ განავითარებენ

ოპოზიციის სცენარი რევოლუციურია, რასაც, პირობას ვაძლევთ, რომ ვერ განავითარებენ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ოპოზიციას ძალიან ცოტა დრო რჩება, რომ ხელისუფლების შეთავაზებაზე, რაც 100/50 საარჩევნო მოდელს გულისხმობს, თავისი პასუხი თქვას.

„ძალიან ცოტა დრო რჩება იმ დროის გასვლამდე, როცა ოპოზიციამ პასუხი უნდა თქვას. თუ პასუხი არ იქნება, მათი ლუსტრაცია მოხდება. უნდა თქვან, უბრუნდებიან თუ არა დიალოგის მაგიდას, რასაც მოუწოდებენ ამერიკელი და ევროპელი პარტნიორები. თებერვლის შემდეგ შეუძლებელი იქნება საარჩევნო ცვლილებების განხორციელება. აქედან გამომდინარე, მათ თებერვლის ბოლომდე უნდა თქვან, უბრუნდებიან თუ არა დიალოგის მაგიდას და ასევე, უნდა თქვან თავიანთი შემხვედრი, ოდნავ რაციონალური წინადადება. ჩვენი შეთავაზება 100/50 -ზე საარჩევნო მოდელი იციან. ეს ბევრად სჯობს 77/73 -ზე მოდელს. თუ კონკრეტულ ხედვას და რაციონალურ წინადადებას არ წარმოადგენენ, ე.ი. მათი ლუსტრაცია ხდება, რომ საარჩევნო ცვლილებები და არჩევნები არ აინტერესებთ. მათი სცენარი რევოლუციურია, რასაც, პირობას ვაძლევთ, რომ ვერ განავითარებენ. თუ ვერაფერზე შევთანხმდებით, საპარლამენტო არჩევნები 77/73 მოდელით ჩატარდება და მაღალი ალბათობით, საკონსტიტუციო უმრავლესობას მივიღებთ, რაც „ქართულ ოცნებას" არაფერში სჭირდება," - განაცხადა მდინარაძემ.

ზაალ ანჯაფარიძე - ოპოზიციის მიერ დანიელსონის დოკუმენტის რევიზიის მცდელობა მათი კიდევ ერთი უგუნური შეცდომა იქნება, ამ შემთხვევაში, ოპოზიციას დასავლეთის მხარდაჭერის იმედი ნაკლებად შეიძლება ჰქონდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.04.2021
არასტანდარტულ დროში არაკონვენციური გადაწყვეტის როლზე: საქმე ხელშესახები შედეგის მისაღწევად
„ლისი დეველოპმენტისა“ და ჰოლანდიური განვითარების ბანკ - FMO-ს შორის 10-წლიანი წარმატებული თანამშრომლობა დასასრულს მიუახლოვდა
ფინკა ბანკი - ექსკლუზიური პირობები ფერმერებს აგრო სესხებზე
„ხალიკ ბანკი საქართველოს“ გრძელვადიანი რეიტინგის მაჩვენებელი BB დონიდან BB+ დონემდე გაუმჯობესდა
საგაზაფხულო შეთავაზება პროექტისგან “მოედანი“
კრიპტალზე ვიზა და მასტერქარდის გამოყენებით ლარის განაღდება უფასო გახდა
ლიბერთისა და ნიუ ვიჟენის პარტნიორობა - აგრო დაზღვევის ახალი სერვისი ფერმერებისთვის
„ტერასა რეზორთ ბაკურიანის“ განსაკუთრებული შეთავაზება აპარტამენტებზე 30 აპრილამდე გრძელდება