სერგი კაპანაძე - თუ „ოცნებას“ უნდა, რომ ვითარება დიალოგის ნორმალურ კალაპოტში დაბრუნდეს, გაათავისუფლოს პოლიტპატიმრები, შეწყვიტოს პოლიტიკური დევნა

თუ მმართველ გუნდს უნდა, რომ ვითარება დიალოგის ნორმალურ კალაპოტში დაბრუნდეს, გაათავისუფლოს პოლიტიკური პატიმრები, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" წევრმა სერგი კაპანაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, არანაირ დიალოგს აზრი არ აქვს, როდესაც პოლიტიკურ ლიდერებს იჭერენ.

„ოპოზიციას თავის შეთავაზება უკვე გაკეთებული აქვს, რომლის არსიც არის პროპორციულის ან მსგავსი სისტემის მიღება. რიცხვებზე საუბარს ცალკე აზრი არ აქვს, მაგრამ ნებისმიერი მოდელის განხილვა შესაძლებელია, რომლის ფუნდამენტური არსი იქნება პოლიტიკური ძალების იმ პროპორციით წარმოდგენა პარლამენტში, რა პროპორციის მხარდაჭერასაც მიიღებს. 100/50-ზე - ამ არსს ფუნდამენტურად სცდება, ამიტომ ჩვენგან განხილვის საგანი არ იქნება. აქ კიდევ უფრო სხვა და გაცილებით დიდი პრობლემაა. არანაირ დიალოგს აზრი არ აქვს, როდესაც პოლიტიკურ ლიდერებს იჭერენ. ამიტომ არის ეს დიალოგი გაჩერებული. თუ მათ უნდათ, რომ ვითარება დიალოგის ნორმალურ კალაპოტში დაბრუნდეს, გაათავისუფლონ პოლიტიკური პატიმრები, შეწყვიტონ პოლიტიკური დევნა და მერე ისაუბრონ პროპორციული ან მსგავსი საარჩევნო სისტემის ირგვლივ," - განაცხადა კაპანაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა