„ნაცმოძრაობამ" პროკურატურაში განცხადება შეიტანა და აუდიტის დასკვნის თანახმად ზუგდიდში გამოვლენილ დარღვევებზე გამოძიების დაწყება მოითხოვა

"ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურაში განცხადება შეიტანა და ზუგდიდში სახელმწიფო აუდიტის დასკვნის თანახმად გამოვლენილ დარღვევებზე გამოძიების დაწყება მოითხოვა. პარტიის ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელის ანა წითლიძის თქმით, დასკვნაში ასახული ხარვეზები სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საფუძველს იძლევა.

„სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა თავის დასკვნაში დაადასტურა ის, რაზეც ჩვენ წლების წინ ვსაუბრობდით, რომ ადგილობრივი მერია ზუგდიდში არის ქურდი და კრიმინალი, რომლიც პირადი ინტერესებისთვის იპარავს იმ ფულს, რომელიც უნდა მოხმარდეს მოსახლეობას. 20-მდე უხარისხოდ შესრულებული პროექტი, ნეპოტიზმი, უაზროდ გაზრდილი შტატები, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ნაყიდი საწვავი, რომელიც პირად მიზნებს ხმარდებოდა. კორუფციული ნიშნებია სოციალური სახლების მშენებლობასთან დაკავშირებით. ასევე ინტერესთა შეუთავსებლობაა იმ მშენებელ კომპანიებს შორის, რომლებიც მონაწილეობენ ტენდერში. ყველა ეს საკითხი იძლევა იმის საშუალებას, რომ სისხლის სამართლის საქმე აღიძრას. დღეს ჩვენ მივმართავთ პროკურატურას“, - განაცხადა ანა წითლიძე.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2017-2018 წლების ბიუჯეტებით გათვალისწინებულ პროგრამებში არაერთი ნაკლოვანება აღმოაჩინა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა