აჭარის ა/რ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტი ბიუროს წინადადებით მიმართავს

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განიხილეს. სხდომას, კომიტეტის თავმჯდომარე ნინო ჩხეტია უძღვებოდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ აჭარის უმაღლესი საბჭოს პრესსამსახურიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, კანონის პროექტი სხდომაზე მისმა ინიციატორმა, უმაღლესი საბჭოს წევრმა - დავით გაბაიძემ წარადგინა. მისი განცხადებით, პროექტის მომზადება „ბავშვთა უფლებების კოდექსში“ შეტანილი ცვლილებებითაა განპირობებული.

„კომიტეტმა, სხდომაზე გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით, მხარი დაუჭირა წარმოდგენილ ინიციატივას. ამასთან, საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტი, ინიციატორის შუამდგომლობის საფუძველზე, შესაბამისი წინადადებით მიმართავს უმაღლესი საბჭოს ბიუროს კანონის პროექტის გამარტივებული წესით განხილვასთან დაკავშირებით“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო