გედევან ფოფხაძე - თუ „ოცნება“ ვითარების ესკალაციით არ არის დაინტერესებული, მარტის პირველ კვირამდე საკონსტიტუციო ცვლილება უნდა დაარეგისტრიროს

თუ „ქართული ოცნება“ პოლიტიკური ვითარების ესკალაციით არ არის დაინტერესებული, მარტის პირველ კვირამდე უნდა დაარეგისტრიროს საკონსტიტუციო ცვლილება, - ამის შესახებ ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრმა გედევან ფოფხაძემ საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე საუბრისას განაცხადა. ფოფხაძის თქმით, ხელისუფლებასთან ულტიმატუმებით საუბარს არ აპირებენ და კომპრომისულ ვარიანტს მხარს დაუჭერენ, მაგრამ ეს კომპრომისული ვარიანტი კონსენსუსის მაღალ ხარისხს უნდა ითვალისწინებდეს.

მისივე ინფორმაციით, თუ „ქართული ოცნება“ არ დაარეგისტრირებს საკონსტიტუციო ცვლილებას, ესე იგი, საუბარი იმაზე, რომ მათ რაღაც შეთანხმების მიღწევა უნდათ, გათვლილი იყო საერთაშორისო საზოგადოებისა და პოლიტიკური სპექტრის კიდევ ერთხელ მოტყუებისკენ.

„თუ საარჩევნო სისტემის ცვლილება „ქართული ოცნების“ პოლიტიკური ნებაა, მაშინ მარტის პირველი კვირა არის ბოლო ვადა, რომ ინიციატივა იყოს პარლამენტში დარეგისტრირებული და ამას სჭირდება 76 დეპუტატის ხელმოწერა. რეალურად ისევე როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ ქოლგის ქვეშ ლეიბორისტული პარტიის ოფისში დაჯდომა ჩემთვის არ არის მისაღები და არც „ქართულ ოცნებასთან“ არ ვაპირებ ერთ მაგიდასთან დაჯდომას, ამ ვითარებაში უფრო მნიშვნელოვანია პოლიტიკური ნეიტრალიტეტის შენარჩუნება საარჩევნო პროცესისთვის. ჩვენ ულტიმატუმებით საუბარს ხელისუფლებასთან არ ვაპირებთ და კომპრომისულ ვარიანტს მხარს დავუჭერთ, მაგრამ ეს კომპრომისული ვარიანტი უნდა ითვალისწინებდეს კონსენსუსის მაღალ ხარისხს. თუ „ქართული ოცნება“ არ დაარეგისტრირებს საკონსტიტუციო ცვლილებას, ესე იგი, საუბარი იმაზე, რომ მას რაღაც შეთანხმების მიღწევა უნდა, გათვლილი იყო საერთაშორისო საზოგადოებისა და პოლიტიკური სპექტრის კიდევ ერთხელ მოტყუებისკენ“, - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

მან გაერთიანებული ოპოზიციის შეხვედრებზეც ისაუბრა. მისი განცხადებით, ეს მოლაპარაკებების მაგიდა არ არის პოლიტიკური პროცესი და მათი ამოცანა ვითარების ესკალაციით საკუთარი პოლიტიკურ შედეგის მიღწევაა.

„ეს მაგიდა და ეს პროცესი ჩემთვის არ არის პოლიტიკური პროცესი, ამ ჯგუფს არ აქვს ამოცანა არჩევნებამდე მივიდეთ და ჩავატაროთ არჩევნები. მათი ამოცანაა მოხდეს ვითარების ესკალაცია და ამ ფონზე მიაღწიონ თავიანთ პოლიტიკურ შედეგს. ასეთი პროცესი არის პირდაპირ საზიანო ქართული სახელმწიფოსათვის, როგორ შეიძლება ჩვენთვის ნორმალური იყოს მოცემულობა, სადაც ერთი პოლიტიკური ძალა ცდილობს წაართვას მეორე ძალას ხელისუფლება ხალხის ფაქტორის გაუთვალისწინებლად. ეს ვითარება არ შეიქმნებოდა, რომ არა ის სპექტაკლი რომელიც დადგა „ქართულმა ოცნებამ“, დღეს რომ ესკალაციისკენ მივდივართ, ეს არის „ქართული ოცნების“ პოლიტიკის შედეგი. თუ ისინი არ არიან ესკალაციით დაინტერესებული, გამოსავალი არსებობს - მარტის პირველ კვირამდე უნდა დაარეგისტრირონ საკონსტიტუცია ცვლილება, ამის შემდეგ კონსულტაციები პარლამენტში იმ დეპუტატებთან, რომლებსაც არ გვაქვს ესკალაციის ინტერესი და გვინდა შეთანხმება და საბოლოო ჯამში, იმ გადაწყვეტილების მიღება, რომელიც იქნება კომპრომისული,“ - აღნიშნა გედევან ფოფხაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა