დავით სიხარულიძე - საქართველოზე განხორციელებული კიბერშეტევა იმ ჰიბრიდული ომის ნაწილი იყო, რომელსაც რუსეთი  აწარმოებს

„საქართველოს ატლანტიკური საბჭოს“ გამგეობის თავმჯდომარე დავით სიხარულიძე მიიჩნევს, რომ საქართველოზე განხორციელებული კიბერშეტევა იმ ჰიბრიდული ომის ნაწილი იყო, რომელსაც რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ აწარმოებს. დავით სიხარულიძემ „ინსტერპრესნიუსთან“ განმარტა, რომ ამ კიბერშეტევების მიზანია, ძირი გამოუთხაროს საქართველოს თავისუფლებას, სახელმწიფო ინსტიტუტებსა და საქართველოს განვითარებას.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერა დაფიქსირდა და დარწმუნებული ვარ, რომ მათაც თავისი წვლილი შეიტანეს ამ გამოაშკარავებაში თუ საიდან მოდიოდა ჰიბრული შეტევა საქართველოს წინააღმდეგ. რაც შეეხება მომავალში მოსალოდნელია თუ არა მსგავსი შეტევები, დარწმუნებული ვარ, მოსალოდნელია, განსაკუთრებით არჩევნების პერიოდში. დარწმუნებული ვარ და აქედანაც ჩანს, რომ რუსეთს აქვს თავისი გეგმები ჩაერიოს საქართველოში არჩევნებში. რუსეთის უშიშროებისა და რუსეთის სახელმწიფოს ხაზია, რომ დემოკრატიული ქვეყნების არჩევნებში ჩაერიოს და არა მხოლოდ არჩევნებში, არამედ ზოგადად სხვადასხვა რადიკალური ჯგუფების მხარდასაჭერადაც. ასეთი ტიპის ჩარევების მიზანია ძირითადად საზოგადოებაში პოლარიზაციის გაღრმავება, საზოგადოების ფრაგმენტაცია, ფრაგმენტირებული საზოგადოების ერთმანეთთან დაპირისპირების გაღრმავება. ეს არის ის მოქმედებები, რომელსაც რუსეთი იყენებს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ სხვა ქვეყნებშიც და აშკარაა, რომ სწორედ ეს მიმართულება არის რუსეთის საინფორმაციო ომის ძირითადი მიმართულება, რაც საბოლოო ჯამში, მიზანად ისახავს დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრას და ზოგადად უნდობლობის გაჩენას დემოკრატიული პროცესისადმი,“- განაცხადა დავით სიხარულიძემ.

კითხვაზე, მზად არის თუ არა საქართველო გამკლავდეს რუსეთის კიბერშეტევებს სიხარულიძემ განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ ბოლო წლების განმავლობაში აქტიურად ანგრევდა საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების სისტემას.

„თქვენ იცით ეროვნული უშიშროების საბჭოსთან დაკავშირებით განვითარებული მოვლენები, აბსოლუტურად არასერიოზული, არასახელმწიფოებრივი დამოკიდებულება ჰქონდა „ქართულ ოცნებას“ მისადმი. სისტემა, რომელმაც უნდა უზრუნველყოს მწყობრი სტრატეგიის შემუშავება და რუსეთის წინააღმდეგ ჰიბრიდული საფრთხეების აცილება, სწორედ ამ სტრუქტურას და ამ არქიტექტურას აქვს უზარმაზარი ხარვეზები და არ ფუნქციონირებს. მას აქვს როგორც სამართლებრივი, ისე ინსტიტუციური ხარვეზები“, - განაცხადა დავით სიხარულიძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება