რომან გოცირიძე - მატყუარა ხელისუფლებას არჩევნებზე რა ელოდება, ამას ვნახავთ - არჩევნებზე ჩამოშლილები მივლენ

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის რომან გოცირიძის ინფორმაციით, გაერთიანებული ოპოზიცია მმართველი გუნდისგან ახალ შეთავაზებას ელოდება. თუმცა მისივე ვარაუდით, „ქართული ოცნება“ „დროის გაყვანის“ ტაქტიკას მიმართავს.

„დიდი ხანია ვამბობთ, რომ „ქართულ ოცნებას“ არცერთი რეალისტური წინადადება არ შემოუთავაზებია. 100/50-ზეც კი კუდმიბმული იყო 2024 წელს პროპორციული არჩევნების გაუქმებასთან და ახლა რაღაცის შემოთავაზებას აპირებენ. ველოდებით. ჩვენი მთავარი ამოცანა არის, რომ ქვეყანაში ჩატარდეს პროპორციული არჩევნები, ან როგორც კომპრომისი - პროპორციულთან მიახლოებული შერეული სისტემით. ასევე, განთავისუფლდნენ 20 ივნისის საქმეზე დაკავებული პოლიტპატიმრები. ველოდებით, რა წინადადებას შემოგვთავაზებენ. პირადად მე დარწმუნებული ვარ, რომ კვლავ დროის გაყვანის ტაქტიკას მიმართავენ. მათი სურვილია, როგორმე საპროტესტო მუხტი ჩააქრონ და როგორმე მოატყუონ ამომრჩეველი და საერთაშორისო პარტნიორები. ყველამ დავინახეთ, რომ „ქართული ოცნების“ საფირმო ნიშანი - ტყუილი - ყოველ ნაბიჯზე გამოიყენება. ახლაც ასე იქნება. იმ შემთხვევაში, თუ არ იქნება გონივრული შემოთავაზება, „ქართული ოცნება“ აღმოჩნდება როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო იზოლაციაში. მატყუარა ხელისუფლებას რა ელოდება არჩევნებზე, ამას ვნახავთ. არჩევნებზე მივლენ ჩამოშლილები, პროტესტისა და საშინაო თუ საგარეო ზეწოლის ფონზე,“ - განაცხადა გოცირიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა