რომან გოცირიძე - არც ოპოზიციის და არც უმრავლესობის შეფასების საგანი არ არის ის, რომ მერაბიშვილი პოლიტპატიმარია, ეს სტრასბურგის  სასამართლომ გადაწყვიტა

ის, რომ ვანო მერაბიშვილი პოლიტპატიმარია, არც ოპოზიციის და არც უმრავლესობის შეფასების საგანი არ არის. ეს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ გადაწყვიტა, - ამის შესახებ ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ვანო მერაბიშვილის წინააღმდეგ დევნა პოლიტიკური ნიშნით განხორციელდა.

„ის, რომ ვანო მერაბიშვილი პოლიტპატიმარია, არც ოპოზიციის და არც უმრავლესობის შეფასების საგანი არ არის. ეს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ გადაწყვიტა. ვანო მერაბიშვილმა, როგორც პოლიტპატიმარმა, ციხეში შვიდი წელი გაატარა. პოლიტიკური პატიმარი იმას ნიშნავს, რომ მის წინააღმდეგ დევნა პოლიტიკური ნიშნით განხორციელდა. შერჩევითი სამართლიანობა იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლება საკუთარი გუნდის წევრებს დიდ დანაშაულებში ხელს აფარებს, თუნდაც იმაში, რომ ბიუჯეტიდან დღგ-ს ანგარიშფაქტურებით 700 მლნ ლარი მოიპარეს, ჭანჭიკები დააპატიმრეს და ბობოლები თავისუფლები არიან,"- განაცხადა გოცირიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა