თინა ბოკუჩავა - ადამიანს, რომელმაც 6 წელი და 9 თვე გაატარა სამარტოო საკანში, უნდა მივცეთ დრო, ჩამოყალიბდეს გეგმებთან დაკავშირებით

ჩემი აზრით, ადამიანს, რომელმაც 6 წელი და 9 თვე გაატარა სამარტოო საკანში, უნდა მივცეთ დრო, ჩამოყალიბდეს გეგმებთან დაკავშირებით, - ამის შესახებ ჟურნალისტებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა თინათინ ბოკუჩავამ განუცხადა.

მისივე თქმით, მმართველი გუნდის წინააღმდეგ ერთიანობა მნიშვნელოვანია.

"მან გუშინ საპყრობილიდან გამოსვლის შემდეგ თქვა, რომ იქნება პოლიტიკურად აქტიური. იქვე თქვა, რომ არ აქვს გადაწყვეტილი, რა ფორმა ექნება პოლიტიკურად აქტიურობას. ვისაც ესმის, რა ტიპის ჭირთან და მოწინააღმდეგესთან გვაქვს საქმე ივანიშვილის სახით, ყველას ესმის, რომ მნიშვნელოვანია გავერთიანდეთ მაქსიმალურად და ვიყოთ მომავალზე და არა წარსულზე ორინტირებული. ამაზე მეტყველებს „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში მიმდინარე მოლაპარაკებები და საერთო ფორმატი. კონკრეტულად რა გეგმები აქვს ადამიანს, რომელმაც 6 წელი და 9 თვე გაატარა სამარტოო საკანში, რომელიც ყველა ევროპული სტანდარტით არის წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ტოლფასი, ჩემი აზრით, მას უნდა მივცეთ დრო ჩამოყალიბდეს", - განაცხადა თინათინ ბოკუჩავამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა