გიგა ბოკერიას განცხადებით, ვანო მერაბიშვილი თავისი გეგმების შესახებ თვითონ ისაუბრებს

„ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი თავისი გეგმების შესახებ თვითონ ისაუბრებს. ამის შესახებ ბოკერიამ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას, ხედავს თუ არა საარჩევნო სისტემის ცვლილების შესახებ ოპიზიციის მოლაპარაკებებში ვანო მერაბიშვილის ადგილს.

„თქვენ ისევ ცდილობთ, რომ მის მაგივრად მე გავცე პასუხი, რას აპირებს და რას არა. როცა ბატონი ვანო, რომელიც თითქმის 7 წელი იჯდა მარტო საკანში და ევროსასამართლოს აღიარებით პოლიტიკური პატიმარი იყო, თვითონ იტყვის რა გეგმები აქვს, ამის შემდეგ გაირკვევა ეს ყველაფერი. ზოგადად, აქ ფორმატი არის ისეთი, რომ ყველა პოლიტიკური პარტია თვითონ წყვეტს, მას ვინ წარმოადგენს. არც ერთ პერსონასთან დაკავშირებით საკითხი ასე არ დგას. ყველა პილიტიკური ძალა წყვეტს, ვინ მოვა და ვინ არა ამ ფორმატში", - განაცხადა ბიკერიამ.

„ლეიბორისტული პარტიის" ოფისში საარჩევნო სისტემის ცვლილების შესახებ ოპოზიციური პარტიების მორიგი შეხვედრა მიმდინარეობს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა