შს მინისტრმა დაღუპული პოლიციელის, ბუტა ანთაძის შვილს საჩუქრები გადასცა

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ბათუმში, პოლიციელების დაჯილდოების ცერემონიაზე, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპული პოლიციელის ბუტა ანთაძის იუბილარ შვილს - ანასტასია ანთაძეს, დაბადების დღე პირადად მიულოცა და საჩუქრები გადასცა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურიდან აცნობეს.

„დღეს ბუტას შვილის დაბადების დღეა. გილოცავ, ანასტასია, შვილო, ჯანმრთელობას, ბედნიერებას გისურვებ და ნამდვილად, ქალბატონო ირმა, თქვენ, თქვენმა შვილებმა თავაწეულებმა, ამაყად უნდა იაროთ მთელი ცხოვრება, იმიტომ, რომ ბუტა ნამდვილად გმირი იყო და შეეწირა ჩვენი ქვეყნის, ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებასა და დაცვას“,- აღნიშნა შინაგან საქმეთა მინისტრმა.

ანასტასია ანთაძე რვა წლის გახდა.

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძესთან ერთად, დაღუპული პოლიციელის - ბუტა ანთაძის ოჯახს ბინა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მედალი - "მამაცობისთვის" - გადასცა.

მუხაესტატეს პოლიციის განყოფილების უფროსი, პოლიციის მაიორი ბუტა ანთაძე 2018 წლის 15 ივნისს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, ქობულეთში დაიღუპა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა