თორნიკე რიჟვაძე - ადამიანი და მათი უფლებები დავისახეთ ნომერ პირველ პრიორიტეტად და მათი ღირსეული ცხოვრებისთვის „ოცნების ქალაქი“ შენდება

ე.წ. ოცნების ქალაქის მშენებლობას საფუძველი ოფიციალურად ჩაეყარა. როგორც "ინტერპრესნიუსს" აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობიდან აცნობეს, უმსხვილესი სოციალური პროექტის, ახალი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობის დაწყებას საქართველოს პრემიერ მინისტრი და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ესწრებოდნენ.

მათივე ინფორმაციით, მასშტაბური სოციალური პროექტი აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 38,7 მილიონი ლარია. მშენებლობა 17 თვეში დასრულდება.

თორნიკე რიჟვაძემ ე.წ ოცნების ქალაქის მაცხოვრებლებს მიულოცა და აღნიშნა, რომ სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანია თითოეული მოქალაქისთვის ღირსეული ცხოვრების პირობების შექმნა.

,,დაახლოებით ერთი წლის წინ, ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად, მივიღეთ "ოცნების ქალაქის" მშენებლობის გადაწყვეტილება, რაც განპირობებული იყო აქ არსებული, სიცოცხლისთვის შეუსაბამო პირობებით და ჩვენ ერთად, დაახლოებით ერთი წლის ჭრილში შევძელით, რომ დღეს დავიწყოთ აქ მშენებლობა.

ადამიანი და მათი უფლებები დავისახეთ ნომერ პირველ პრიორიტეტად და მათი ღირსეული ცხოვრებისთვის შენდება "ოცნების ქალაქი". ჩვენთვის ღირსების საკითხია, რომ ადამიანებს, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს ასეთ პირობებში არ ეცხოვრათ. აქ აშენდება 582 ბინა და ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ არცერთი აქ მცხოვრები ოჯახი, არ დარჩეს ღია ცის ქვეშ, მოვაწყობთ ყველა საჭირო ინფრასტრუქტურას და შევძლებთ თქვენი პირობების გაუმჯობესებას.

„ოცნების ქალაქის" ტერიტორიაზე მოსახლეობა წლების განმავლობაში უკიდურესად მძიმე, სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველ პირობებში ცხოვრობდა. 2019 წლის თებერვალში მიღებულ იქნა უპრეცედენტო გადაწყვეტილება, რომელიც აჭარაში წლების განმავლობაში ერთ-ერთ ყველაზე დიდ სოციალურ პრობლემას გადაჭრის. გადაწყვეტილების თანახმად ე.წ. ოცნების ქალაქის ტერიტორიაზე აშენდება საცხოვრებელი კომპლექსი და ადგილობრივ მოსახლეობას შეექმნება ცხოვრების ღირსეული პირობები“,- განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინფორმაციით, მთავრობამ გადაწყვეტილების დაანონსების დღიდან გაატარა მნიშვნელოვანი ღონისძიებები, შემუშავდა კომპლექსის პროექტი, ჩატარდა ადგილობრივი მოსახლეობის დეტალური აღწერა და დამუშავდა მონაცემთა ბაზა. გამოცხადდა ტენდერი მშენებლობაზე და გამარჯვებულად გამოვლინდა შპს ,,დაგი“, რომელმაც 17 თვეში უნდა უზრუნველყოს პროექტით გათვალისწინებული 582 ბინისაგან შემდგარი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა. პროექტით გათვალისწინებულია სამი 12 სართულიანი სახლის მშენებლობა. პროექტის ღირებულებაა 38.7 მილიონი ლარი. მშენებლობის შემდეგ ეტაპზე გათვალისწინებულია სკოლის, საბავშვო ბაღის და სათამაშო მოედნების მოწყობა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა