6 მარტს გასამართი Paul Kalkbrenner-ის ღონისძიების დეტალები ცნობილია

6 მარტს, ღონისძიებათა სერია Monument გერმანელ ვარსკვლავს Paul Kalkbrenner-ს თბილისში პირველად უმასპინძლებს. ერთდღიანი ღონისძიება Warehouse 7/მე-7 პავილიონში გაიმართება.

„ამ მასშტაბის არტისტის საქართველოში ჩამოყვანა საკმაოდ რთულია და პირველ რიგში კავშირშია იმ მოთხოვნებთან, რომელიც მას აქვს. Paul Kalkbrenner თბილისში პირველად ჩამოვა და ათასობით მსმენელის წინაშე წარდგება”, - აცხადებენ ღონისძიების ორგანიზატორები.

მათივე ინფორმაციით, Warehouse 7/მე-7 პავილიონი ახალი სივრცეა, სადაც 2019 წელს ფესტივალ Summer Set-ის ორი მასშტაბური ღონისძიება გაიმართა. საკონცერტო და საფესტივალო სივრცედ გადაკეთებული ძველი ქარხნის ტერიტორია 10 000-მდე სტუმარს იტევს.

„შარშან გამართული ღონისძიებების შემდეგ ჩვენ გავაგრძელეთ ვენიუზე მუშაობა, რომ ის კიდევ უფრო სრულფასოვანი გაგვეხადა, ყოფილი ქარხნის ტერიტორია ამჟამად მთლიანადაა ტრანსფორმირებული, შექმნილია ყველა პირობა იმისთვის, რომ მოსულმა სტუმარმა თავი კომფორტულად იგრძნოს: რბილი და სუფთა საცეკვაო მოედანი, ადგილი ქურთუკებისთვის, საპირფარეშოები, ადგილობირივი მოსახლეობა დაცულია ხმაურისგან. ეს უნიკალური ადგილია, რომელიც ამჯერად 6 მარტს კალკბრენერის ათასობით მსმენელს უმასპინძლებს”,-აცხადებს ღონისძიების კომუნიკაციების მენეჯერი ნიკა დვალიძე.

„Paul Kalkbrenner-ის კარიერა ბერლინში, კედლის დანგრევასთან ერთად დაიწყო. 1999 წლიდან მუსიკოსმა უკვე საკუთარი ნამუშევრები შესთავაზა მსმენელს. განსაკუთრებული პოპულარობა მუსიკოსს ფილმმა Berlin Calling მოუტანა, რომლის მთავარი გმირიც და მუსიკის ავტორიც თავად გახლდათ. ფილმის მთავარმა საუნდტრეკმა Sky & Sand პლატინის სტატუსი მოიპოვა და 121 კვირა დაჰყო ჩარტებში.

Paul Kalkbrenner-ის გარდა მისულ სტუმრებს მეორე ჰედლაინერი Henry Saiz დახვდებათ, რომელიც ელექტრონიკის, დისკოს, ჰაუს და ტექნოს ნაზავია. სცენას ასევე დაიკავებს ქართველი არტისტი Tade.

MONUMENT თბილისში დაფუძნებული ღონისძიებათა სერიაა, რომელმაც ბოლო წლების მანძილზე ცნობილ ბენდებსა და არტისტებს სხვადასხვა ლოკაციებზე უმასპინძლა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ხათუნა ბურკაძე - გლობალური გამოწვევები გლობალურ ძალისხმევას მოითხოვს, თუმცა, სახელმწიფოებმა უფრო მეტი წინდახედულება უნდა გამოიჩინონ საკუთარი რესურსების  შესაქმნელად
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2020
ვალერი სოლოვეი - თუ დაავადებულთა აბსოლუტურ ციფრებს გავითვალისწინებთ, რუსეთი ევროპაში იტალიისა და ესპანეთის შემდეგ მესამე ადგილზეა
BTU-ს ახალი ამერიკული პარტნიორი StrategEast ქვეყანაში ტექნოლოგიური ჰაბის განვითარების პროცესში ერთვება
სილქნეტის მობილური აბონენტები საქართველოს ბანკის მობილბანკით სარგებლობას ინტერნეტის გახარჯვის გარეშე შეძლებენ
კომპანია “გრინჰილი“ უერთდება COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიას და ამ მიზნით სახელმწიფო ფონდში 100,000 ლარი ჩარიცხა
უკონკურენტო საბანკო მოდელი "პროკრედიტ ბანკისგან", ვიდეო იდენტიფიკაცია, ფილიალის ალტერნატივად
კომპანია „თბილღვინომ“ StopCov ფონდში 50 000 ლარი გადარიცხა
31 მარტიდან Wolt-ით შეკვეთის განთავსება 09:00-19:30 საათებში იქნება შესაძლებელი