გია ვოლსკი ვანო მერაბიშვილზე - უამრავი სისხლი დაიღვარა და ამის ავტორს უწოდებენ პოლიტიკურ პატიმარს

უამრავი სისხლი დაიღვარა და ამის ავტორს უწოდებენ პოლიტიკურ პატიმარს. ეს ფაქტორი უნდა გავითვალისწინოთ, მათ შორის არჩევნებზე, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი შეფასებით, ოპოზიცია ყველას პოლიტიკურ პატიმარს უწოდებს, ვისაც მოკავშირედ მიიჩნევს.

ვანო მერაბიშვილმა მოიხადა სასჯელი იმ დანაშაულებისთვის, რაც ყველამ კარგად ვიცით. მათ შორის იყო სასტიკი დამოკიდებულება ადამიანების მიმართ. გადაცდომები იმდენად სერიოზული და მძიმე იყო, რომ ამან სტრასბურგამდეც მიაღწია. ჩვენი ოპონენტები პოლიტპატიმარს უწოდებენ ყველას, ვისაც ისინი პოლიტიკურ მოკავშირედ მიიჩნევენ. უამრავი სისხლი დაიღვარა და ამის ავტორს უწოდებენ პოლიტიკურ პატიმარს. ეს ფაქტორი უნდა გავითვალისწინოთ, მათ შორის არჩევნებზე“, - განაცხადა ვოლსკიმ.

ვიცე-სპიკერი, ასევე, გამოეხმაურა ოპოზიციის განცხადებას იმის თაობაზე, რომ ვანო მერაბიშვილი ციხიდან ნაწამები გამოვიდა. ვოლსკის თქმით, მერაბიშვილს ჯანმრთელობის მხრივ საწუწუნო არ აქვს. როგორც მან აღნიშნა, „სააკაშვილის და მერაბიშვილის ციხიდან“ ჯანმრთელობა და ფსიქიკაშერყეული ადამიანები გამოდიოდნენ.

„მე მინახავს ვანო მერაბიშვილის და სააკაშვილის ციხიდან საკაცით გამოყვანილი ადამიანები, რომლებსაც ან ჯანმრთელობა ჰქონდა შელახული, ან ღირსება. ასევე, მინახავს მათი ციხიდან გამოყვანილი გარდაცვლილი ადამიანები და მე ვიხილე ადამიანები, რომლებიც ახლა ციხიდან საკმაოდ მოღონიერებული გამოდიან. თუკი აღიარებენ, რომ ვანო მერაბიშვილი ფსიქიკურად არ არის ნორმაში, მაშინ ესეც ხმამაღლა გვითხრან. მე არ ვფიქრობ, რომ ვანო მერაბიშვილს ჯანმრთელობის მხრივ რაიმე საწუწუნო აქვს“, - განაცხადა ვოლსკიმ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა