ანონსი 22 თებერვალი

22 თებერვალს, 10:00 საათზე, თბილისში, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის ოფისში მომავალი ლიდერთა სკოლის გახსნის ცერემონია გაიმართება.

მის: ალექსანდრე პუშკინის #13

საკონტაქტო: ნინუცა აბზიანიძე, კომუნიკაციების კოორდინატორი - 599 485508; ნინო ჯიბუტი - 579262424

22 თებერვალს, 12:00 საათზე, პარტია „სოციალ-დემოკრატები საქართველოს განვითარებისთვის“ კონფერენციას გამართავს.

ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი V სართული)

22 თებერვალს, 12:00 საათზე, რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორიასთან „ევროპული საქართველოს“ ახალგაზრდული გუნდის აქცია-პერფორმანსი გაიმართება. მოხდება 4 აპრილთან დაკავშირებით მოსაწვევების დარიგება.

საკონტაქტო: მაკუნა ჟვანია - 5 99 43 43 08

22 თებერვალს, 13:00 საათზე, ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ტექნოპარკში StrategEast-ისა და EPAM-ის მიერ, ევრაზიის რეგიონში პირველი საგანმანათლებლო IT-HUB-ის გახსნის ცერემონიალი გაიმართება. ღონისძიება მონაწილეობას მიიღებენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენლები, საქართველოს IT კომპანიები და IT-HUB-ის მასწავლებლები. მოწვეულ სტუმართა შორის იქნებიან დიპლომატიური კორპუსი, საერთაშორისო ორგანიზაციები და საქართველოს მთავრობა.

მის: ოქროყანა, ინოვაციების ქ.#7

საკონტაქტო: სალომე არშბა - 599 71 21 31

22 თებერვალს, 14:30 საათზე, სასტუმრო „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში“ ახალგაზრდული ორგანიზაცია „რეფორმერი“ პრეზენტაციას გამართავს.

პრეზენტაციას საფრანგეთის, ავსტრიის, გერმანიის, ჰოლანდიის, ბრაზილიის, იაპონიის ელჩები და საერთაშორისო ორგანიზაციების IRI, USAID, FNF World Vision-ის წარმომადგენლები დაესწრებიან .

საკონტაქტო: ალექსანდრა ნაკაიძე: 599101520

22 თებერვალს, 14.45 საათზე, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე მედიისთვის განცხადებას გააკეთებს.

მის: ასათიანის ქ. 9

22 თებერვალს, 18:00 საათზე, აბრეშუმის ფაბრიკის არტ-სტუდიაში პატრიცია დელონის ახალი პოეტური კრებულის პრეზენტაცია და ნახატების პერსონალური გამოფენა გაიმართება.

საკონტაქტო: 577100830

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა