ბათუმში ახალგაზრდული ფორუმი „ადგილობრივი თვითმმართველობა სტუდენტებისთვის“ გაიხსნა

თბილისის საკრებულოს სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის ინიციატივით, ბათუმში ახალგაზრდული ფორუმი - „ადგილობრივი თვითმმართველობა სტუდენტებისთვის“ გაიხსნა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის საკრებულოდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, ფორუმის გახსნას საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, თბილისის მერთან და აჭარის მთავრობის ხელმძღვანელთან ერთად, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე და საკრებულოს წევრები დაესწრნენ.

როგორც გიორგი ტყემალაძემ განაცხადა, ფორუმი მიზნად ადგილობრივი ხელისუფლების მიერ ახალგაზრდული პოლიტიკის მხარდაჭერას და მათი განხორციელების ხელშეწყობას ისახავს. მისივე თქმით, ფორუმში მონაწილეობას სტუდენტები საქართველოს ყველა რეგიონიდან იღებენ.

„ჩემთვის ძალიან სასიხარულოა, რომ ფორუმის ჩატარების ინიციატივა თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიას ეკუთვნის. ფორუმის ფარგლებში, ჩვენ ახალგაზრდების ინიციატივებს მოვისმენთ და საუკეთესო იდეების განხორციელებაში მათ მაქსიმალურად შევუწყობთ ხელს. სწორედ, ახალგაზრდები და სტუდენტები წარმოადგენენ ჩვენი საზოგადოების იმ ნაწილს, რომელთაც პროგრესული და ინოვაციური იდეები აქვთ. სასიხარულოა, რომ ფორუმის ფორმატში დელეგატებისა და სტუდენტებისგან სამუშაო ჯგუფები შეიქმნა. დარწმუნებული ვარ, რომ მათი ერთობლივი მუშაობა ქვეყანას მნიშვნელოვან სიახლეებს მოუტანს და ადგილობრივ თვითმმართველობებში არაერთი საინტერესო პროექტი განხორციელდება“, - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

ახალგაზრდული ფორუმი „ადგილობრივი თვითმმართველობა სტუდენტებისთვის“ თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის ინიციატივით, 2018 წლის 12 თებერვალს, თბილისში დაფუძნდა. კომისიის თავმჯდომარის გიორგი ჩაკვეტაძის განცხადებით, დაფუძნებიდან ორი წლის შემდეგაც, ფორუმი კვლავ აქტიურად მუშაობს და მასში კიდევ უფრო მეტი ახალგაზრდაა გაერთიანებული.

„დღეს ჩვენი შეკრების მიზანი საქართველოს ახალგაზრდული პოლიტიკის განხილვა, მუნიციპალური განვითარება და ახალგაზრდებისთვის სათანადო გარემოს შექმნაა. ჩვენი ამოცანაა ვუპასუხოთ ახალგაზრდების საჭიროებებს და მხარი დავუჭიროთ მათ ინოვაციურ იდეებს. ჩვენ განვიხილავთ მუნიციპალურ სტუდენტურ პროექტებს, საუკეთესო პრაქტიკას და ერთად ვიღებთ იმ რეზოლუციას, რომლის შესრულებასაც თითოეული ჩვენგანი უზრუნველყოფს. მინდა, ფორუმის მონაწილეებს წარმატებები ვუსურვო,“ - განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.

ახალგაზრდულ ფორუმში „ადგილობრივი თვითმმართველობა სტუდენტებისთვის“ 64 მუნიციპალიტეტის საკრებულოების ახალგაზრდა წევრები და სტუდენტური თვითმმართველობების პრეზიდენტები მონაწილეობენ. ფორუმი საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული და საქართველოს სტუდენტური ორგანიზაციების ასოციაციების მხარდაჭერით იმართება.

ვაჟა ბერიძე - შეთანხმების ხელმოწერის ფაქტს პოლიტიკური თვალსაზრისით ერთი დამარცხებული ჰყავს, ესაა მიხეილ სააკაშვილი. მომხდარმა აჩვენა, რომ სააკაშვილი ოპოზიციას ვერ აკონტროლებს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.04.2021
ზაალ ანჯაფარიძე - ოპოზიციის მიერ დანიელსონის დოკუმენტის რევიზიის მცდელობა მათი კიდევ ერთი უგუნური შეცდომა იქნება, ამ შემთხვევაში, ოპოზიციას დასავლეთის მხარდაჭერის იმედი ნაკლებად შეიძლება ჰქონდეს
დედამიწის დღე 2021: დედამიწის ეკოლოგიური მდგომარეობის აღდგენის უპრეცედენტო შესაძლებლობა
"ბადაგონის" გამარჯვება საერთაშორისო კონკურსზე
განათლების ვირტუალური გამოფენა საზღვარგარეთ სწავლით დაინტერესებულთათვის
"ლიბერთი ბანკისა" და "ევექსი კლინიკების" პარტნიორობა კიდევ უფრო მასშტაბური ხდება
დისტანციური ავტოსესხი „ემბისისგან“ - ინოვაციური სერვისი ქართულ მიკროსაფინანსო ბაზარზე
დეველოპერულმა კომპანია "გრადამ" და ფინურმა კომპანია Kone Elevators-მა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს
"ევექსი კლინიკებმა" კოვიდგადატანილი პაციენტებისთვის პოსტ-კოვიდ მხარდაჭერის პროგრამა დაიწყო
საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ნიქოზში პირველი აფთიაქი - "ფარმადეპო" გაიხსნა
„ემბისიმ“ უმსხვილესი შვეიცარული კომპანია Symbiotics-სგან 1,5 მლნ ფინანსური რესურსი მოიზიდა