ჩხოროწყუში სახელმწიფოსგან დაფინანსებულმა დაფნის საწარმომ 16 ტონა პროდუქცია უკრაინის ბაზარზე გაიტანა

ჩხოროწყუში მდებარე დაფნის საწარმო ,,ჯუმითი 2014“-მა 16 ტონა პროდუქცია უკრაინის ბაზარზე უკვე შეიტანა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციიდან აცნობეს, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საწარმო წელს ევროპულ ბაზარზე გასვლას გეგმავს და 120 ტონა ნედლი დაფნის ფოთლის გადამუშავებას აპირებს. საწარმო 100%-ით ექსპორტზეა ორიენტირებული.

საწარმოო პროცესს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე დავით ფარცვანია, ჩხოროწყუს მერთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად ადგილზე გაეცნო. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საწარმოს ასაშენებლად 1 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა, საიდანაც მეწარმე ერთიანი აგროპროექტის ფარგლებში გრანტის სახით სახელმწიფოსგან 376 000 ლარით დაფინანსდა. მათივე ინფორმაციით, „ჯუმითი 2014“- ს სამეგრელოსა და გურიაში 200-ზე მეტი ბენეფიციარი ჰყავს, კომპანია მათი მცირე საოჯახო მეურნეობიდან დაფნის ნედლ და ხმელ ფოთოლს იბარებს. ჯამში მხოლოდ 2019 წელს ბენეფიციარებზე გაცემულმა თანხამ 326 000 ლარს გადააჭარბა. საწარმო ჩხოროწყუში 2019 წელს ამოქმედდა და იქ 40-მდე ადგილობრივია დასაქმებული.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო