ნათია თურნავამ დამსახურებული მშენებლები და არქიტექტორები დააჯილდოვა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ სამ არქიტექტორსა და სამშენებლო დარგის რვა წარმომადგენელს დამსახურებული არქიტექტორისა და დამსახურებული მშენებლის საპატიო სიგელები და მედლები გადასცა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს.

აღნიშნული დაჯილდოება ყოველწლიურად ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში ტარდება. დასაჯილდოებელ სპეციალისტებს სპეციალური კომისია არჩევს. მთავარი კრიტერიუმებია განსაკუთრებული წვლილი, ნაყოფიერი მოღვაწეობა დარგის განვითარების საქმეში და მაღალი პროფესიონალიზმი.

„მინისტრმა მადლობა გადაუხადა დაჯილდოებულ სპეციალისტებს გაწეული შრომისა და მშენებლობის, არქიტექტურისა და ქალაქმშენებლობის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული ღვაწლისათვის და შემდგომი ნაყოფიერი საქმიანობა უსურვა“,-აღნიშნულია ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა