თბილისში არჩილ ბეთანელის სახელობის ქუჩა გაიხსნა

დღეს, თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის ინიციატივით, ჩუღურეთის რაიონში, ასპინძის ქუჩის შესახვევში პროფესორის, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორის, აკადემიკოსის არჩილ ბეთანელის სახელობის ქუჩა გაიხსნა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის საკრებულოდან აცნობეს.

თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარის, თინათინ ნიბლოშვილის განცხადებით, საკრებულო აგრძელებს იმ ადამიანთა ღვაწლის სათანადოდ დაფასებას, რომლებსაც განსაკუთრებული წვლილი აქვთ შეტანილი ქვეყნისა და ქალაქის ისტორიაში.

,,დღეს ჩუღურეთის რაიონის ერთ-ერთ ძველ უბანში ჩვენი საპატიო მოქალაქის, გამოჩენილი მეცნიერის, არჩილ ბეთანელის სახელობის ქუჩა გავხსენით. მიხარია, რომ საკრებულოს საქმიანობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება ისეთი დამსახურებული პიროვნებების სახელების უკვდავყოფაა, როგორიც არჩილ ბეთანელი გახლდათ“, - განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.

ცერემონიას არჩილ ბეთანელის ოჯახის წევრები, მეგობრები, საკრებულოს ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი რიმა ბერაძე და ამავე რაიონის გამგებელი ზურაბ ჩიკვილაძე, ასევე საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მარიკა დარჩია ესწრებოდნენ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა