ადვოკატის ინფორმაციით, საჩხერეში მამის მკვლელობაში ბრალდებული არასრულწლოვანი დუმილის უფლებას იყენებს

საჩხერეში მამის მკვლელობაში ბრალდებული არასრულწლოვნის ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ამ ეტაპზე დუმილის უფლებას იყენებს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ადვოკატმა ესმა ნორაკიამ განუცხადა.

მისივე განმარტებით, 17 წლის მოზარდს საქმის მასალებიდან გამომდინარე, ფსიქიკური პრობლემები არ ჰქონია.

„ბოდიშის მოხდით, დეტალებთან დაკავშირებით ნაადრევად მიმაჩნია საუბარი. კონკრეტულ ფაქტებთან დაკავშირებით ამ ეტაპზე ვერაფერს მოგახსენებთ. მე მესმის საზოგადოებრივი ინტერესი, მაგრამ დაცვის ინტერესიდან გამომდინარე აღნიშნულ დეტალებზე საუბარი ჩემი, როგორც ადვოკატის მხრიდან, არამიზანშეწონილად მიმაჩნია. ამ ეტაპზე ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი დუმილის უფლებას იყენებს“,-განაცხადა ესმა ნორაკიამ.

კითხვაზე, ჰქონდა თუ არა არასრულწლოვანს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები, ადვოკატი პასუხობს, რომ საქმის მასალებს გაცნობილია და ასეთი არაფერია საქმეში.

„ამასთან დაკავშირებით მე არანაირი ინფორმაცია არ მაქვს და თავისთავად ცხადია ამაზე არაფერს ამბობს ჯერჯერობით სამედიცინო მასალები. საქმეში რაც არის ყველაფერს გაცნობილი ვარ და ასეთი არაფერია საქმეში. ამ ეჭვებს ამ ეტაპზე გამოვრიცხავ“,-აღნიშნა ადვოკატმა.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ