საქართველოს 34 მოქალაქე, რომელიც ჩინეთიდან დღეს ბრუნდება, ორკვირიან კარანტინს საჩხერის სასტუმრო - კომპლექსში გაივლის

საქართველოს 34 მოქალაქე, რომელიც ჩინეთიდან საქართველოში დღეს ბრუნდება, ორკვირიან კარანტინს საჩხერის სასტუმრო - კომპლექსში გაივლის.

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, აეროპორტში მოქალაქეებს ჩაუტარდებათ წინასწარი შეფასება იმისათვის, რომ არ იყოს რომელიმეს ინფექციურ საავადმყოფოში გადაყვანის საჭიროება და ამის შემდეგ, ყველას საჩხერის სასტუმრო-კომპლექსში გადაიყვანენ.

"არც ერთ მათგანს ამ წუთის მდგომარეობით არ უფიქსირდებათ არავითარი ნიშანი იმისა, რომ მათ შეიძლება ჰქონდეთ კორონავირუსი, თუმცა სიფრთხილის ზომების გათვალისწინებით, როდესაც ჩვენ შევაფასებთ მათ მდგომარეობას, გათვალისწინებულია ორკვირიანი კარანტინის გავლა, ისევე როგორც ეს მოხდა სხვა მოქალაქეების შემთხვევაში თურქეთსა და საფრანგეთში. ამ შემთხვევაში, კარანტინის გავლა მოხდება სასტუმროს ტიპის კომპლექსში, რომელიც არსებობს საჩხერის საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე. ეს არის იდეალური ადგილი. იმ შემთხვევაში, თუკი იქნება სამედიცინო ჩარევის შესაძლებლობა, მარტივად შეიძლება მოქალაქის გადმოყვანა სამედიცინო დახმარების მისაღებად, თუმცა ამ მომენტისათვის, არავითარი საჭიროება მათ სამედიცინო დახმარების არ აქვთ, მაგრამ კარანტინის გავლა მნიშვნელოვანია. მოქალაქეების გადაყვანა მოხდება დღესვე. როდესაც კარანტინის ორკვირიანი პერიოდი გაივლის, ისინი დაბრუნდებიან თავიანთ სახლებში. აეროპორტში მოქალაქეებს ჩაუტარდებათ წინასწარი შეფასება იმისათვის, რომ არ იყოს რომელიმეს ინფექციურ საავადმყოფოში გადაყვანის საჭიროება და ამის შემდეგ, ყველას გადავიყვანთ საჩხერის სასტუმრო-კომპლექსში“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა