რუსეთის დუმის დეპუტატი გიგი წერეთლის მიმართ უკმაყოფილებას გამოთქვამს და აცხადებს, რომ წერეთელმა ვენაში სიტყვით გამოსვლის საშუალება არ მისცა

რუსეთის დუმის დეპუტატი და წარსულში რუსეთის მთავარი სანიტარული ექიმი გენადი ონიშენკო ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის გიგი წერეთლის მიმართ უკმაყოფილებას გამოთქვამს, რომელმაც მას სიტყვით გამოსვლის საშუალება არ მისცა. ამის შესახებ ონიშენკომ რუსულ მედიას განუცხადა.

მისი თქმით, სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე, ვენაში მას საშუალება არ მიეცა ანტისემიტიზმისა და მეორე მსოფლიო ომის შედეგების გადახედვის საკითხზე საკუთარი მოსაზრება გამოეთქვა.

„განხილვაში ჩავეწერე, მაგრამ საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა ბატონმა გიორგი წერეთელმა იმ მოტივით, რომ დრო აღარ დარჩა, სიტყვა არ მომცა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი დელეგაციის წევრებს სიტყვით გამოსვლის საშუალება მიეცათ“, - განაცხადა ონიშენკომ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა