საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი - შეიარაღებული პირების მიერ გატაცებული ქართველი მეზღვაურების ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება

შეიარაღებული პირების მიერ გატაცებულ ქართველი მეზღვაურების ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება,- ამის შესახებ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა თამარ იოსელიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

თამარ იოსელიანის ინფორმაციით, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს გემთმფლობელ კომპანიასთან აქტიური კომუნიკაცია აქვთ.

“გემთმფლობელთან კომუნიკაცია დღესაც შედგა, შესაბამისად, მივიღეთ განახლებული ინფორმაცია და დაზუსტებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჰაერში მოხდა გასროლა. გემზე მყოფი და გატაცებული ეკიპაჟის წევრებიდან არავინ არ დაშავებულა. კომუნიკაცია მქონდა ეკიპაჟის იმ წევრებთანაც, რომლებიც ამ დრომდე იმყოფებიან გემზე. მათ შორის არის ქართველიც, რომელმაც დამიდასტურა და არის უსაფრთხოდ, ჯანმრთელი და უვნებელი. რაც შეეხება გამტაცებლების მოთხოვნებს, პრაქტიკიდან გამომდინარე, რამდენიმე დღე გამტაცებლებთან კომუნიკაცია არ შედგება და შესაბამისად, უნდა დაველოდოთ მოვლენების განვითარებას”, - აღნიშნა იოსელიანმა.

ცნობისთვის, ლიბერიის დროშის ქვეშ მცურავი ტანკერიდან 10 მეზღვაური გაიტაცეს, მათ შორის 4 საქართველოს მოქალაქეა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა