აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის მოადგილედ ჟურნალისტი ვახო ხუზმიაშვილი აირჩიეს

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის მოადგილედ ჟურნალისტი ვახო ხუზმიაშვილი აირჩიეს. იგი ბოლო პერიოდში სამაუწყებლო კომპანია "იბერიას" საინფორმაციო სამსახურის უფროსი იყო. აჭარის ტელევიზიაში შექმნილ სპეციალურმა კომისიამ არჩევანი სამ კანდიდატს შორის გააკეთა.

კონკურსში ამავე არხის ორი თანამშრომელი - ემზარ დიასამიძე და ფირუზ ბოლქვაძე მონაწილეობდნენ. კონკურსანტებთან გასაუბრება მედიისთვის დახურული იყო.

შეგახსენებთ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის მოადგილის პოზიციაზე ჟურნალისტი ნათია ზოიძე მუშაობდა, თუმცა ახლად არჩეულმა დირექტორმა ხელშეკრულება შეუცვალა და კონტრაქტიდან ამოიღო ის პუნქტები, რომლის მიხედვითაც ნათია ზოიძეს მაუწყებლის პოლიტიკის შემუშავება ევალებოდა.

ცნობისთვის, არხის თანამშრომლებს მიაჩნიათ, რომ ახლად არჩეული დირექტორი გიორგი კოხრეიძე და სამეურვეო საბჭოს წევრთა ნაწილი არხის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას ცდილობს. ისინი ტელევიზიაში მიმდინარე პროცესებში ხელისუფლების გავლენას ხედავენ.

შეგახსენებთ, ნათია ზოიძემ ტელევიზია კონტრაქტის ცვლილების შემდეგ დატოვა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს