ქუთაისში პარლამენტის ყოფილ შენობასთან აქცია გაიმართა

ქუთაისში პარლამენტის ყოფილ შენობასთან აქცია გაიმართა. სამოქალაქო მოძრაობის „დატოვე პარლამენტი ქუთაისში“ წევრები მთავრობის გადაწყვეტილებას პარლამენტის ყოფილი შენობის გაყიდვასთან დაკავშირებით აპროტესტებენ. მათი განცხადებით, პარლამენტის გაყიდვა საბოლოო განაჩენია ქუთაისისთვის.

სამოქალაქო მოძრაობის წევრები აცხადებენ, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლება მიზანმიმართულად ებრძვის ქუთაისის განვითარების პერსპექტივას.

„გთხოვთ, შემოგვიერთდეთ ყველა, ვისთვისაც სულ ერთი არ არის ქუთაისის პოლიტიკური ძარცვა! არ დავუშვათ პარლამენტის შენობის გაყიდვა", -აცხადებენ აქციის მონაწილეები.

აქციის მონაწილეებს პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები შეუერთდნენ.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს