„ინტერპრესნიუსმა“ გუდაურში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ახალი ვიდეოკადრები მოიპოვა

გუდაურში მომხდარი მკვლელობის საქმეზე „ინტერპრესნიუსმა“ ახალი ვიდეოკადრები მოიპოვა. როგორც სააგენტოსთან საუბარში მკვლელობასა და მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულ მერაბ კობიაშვილის ადვოკატმა, ტარიელ კაკაბაძემ განაცხადა, აღნიშნული ვიდეოჩანაწერი ბარის მიმდებარე ტერიტორიას ასახავს, სადაც ინციდენტი მოხდა. ადვოკატის თქმით, კადრებში ჩანს, რომ მერაბ კობიაშვილს არა ერთი, არამედ რამდენიმე ადამიანი ურტყამს.

„ამ კადრებში ჩანს, თუ როგორ სცემს 5 ადამიანი მერაბ კობიაშვილს. აქ ჩანს, თუ როგორ წააქცევენ და ზემოდან ურტყამენ გამეტებით ფეხებს და ხელებს. ასე ჩანს, რომ ვერსია თითქოს, მხოლოდ ერთი სცემდა და დანარჩენები აშველებდნენ, არის არასწორი. ამ და დანარჩენ კადრებში ნათლად ვხედავთ, თუ როგორ გრძელდება კობიაშვილის ცემა მაშინ, როცა ის ცდილობს გაეცალოს მოძალადეთა ჯგუფს.

შესაბამისად, ვერსია, თითქოს, მერაბ კობიაშვილს მხოლოდ იარაღის სროლის შემდეგ სცემეს, არასწორია! ასევე არასწორია ვერსია, თითქოს, მას მხოლოდ ერთი ადამიანი სცემდა და დანარჩენები აშველებდნენ!

ამ კადრებით სრულად დასტურდება დაცვის მხარის პოზიციის სისწორე. სრულად დგინდება, რომ მოვლენები ზუსტად ისე განვითარდა, როგორც მერაბ კობიაშვილმა მითხრა, როცა მას მცხეთის იზოლატორთან შევხვდი“,- განაცხადა კაკაბაძემ.

ცნობისთვის, 16 თებერვალს, გუდაურში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს, ერთი კი დაჭრეს. აღნიშნულთან დაკავშირებით, სამართალდამცავებმა მერაბ კობიაშვილი დააკავეს. კობიაშვილს ბრალი მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობისთვის წაუყენეს. მცხეთის რაიონულმა სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

იხილეთ ვიდეო: გუდაურში მომხდარი მკვლელობის საქმის ახალი ვიდეოჩანაწერი გამოჩნდა, რომელშიც ადვოკატის თქმით ჩანს, რომ მერაბ კობიაშვილს არა ერთი, არამედ რამდენიმე ადამიანი ურტყამს

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს