ევროპის უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ს ახალი მიდგომების მიზეზებსა და მიზნებზე, თუ ევროპის უსაფრთხოების საკითხები აშშ-ს გარეშე უნდა გადაწყდეს, რა პერსპექტივები აქვს ევროპას ამერიკის გარეშე დაეხმაროს უკრაინას და სავარაუდოდ, როგორი შეიძლება იყოს ამ ომის დასასრული, ასევე აშშ-ირანს შორის არსებულ ვითარებაზე და მოლოდინები შეიძლება გვქონდეს შუალედურ არჩევნებამდე ვაშინგტონში ჩინეთის პრეზიდენტის ვიზიტისაგან, „ინტერპრესნიუსი“ პოლიტიკის კვლევების ცენტრის" ხელმძღვანელს, ასისტენტ-პროფესორს, გიორგი კობერიძეს ესაუბრა.
- ბატონო გიორგი, მას შემდეგ რაც აშშ-ს დაზვერვის შეფი ჯონ რეტკლიფი მოსკოვში იმყოფებოდა, თეთრ სახლში ტრამპის მონაწილეობით შეხვედრა გაიმართა, რომელზეც დაზვერვის უფროსმა მისი ვიზიტის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა თავდაცვის მდივანმა პიტ ჰეგსეტს, გაერთიანებული შტაბების უფროსთა კომიტეტის თავმჯდომარეს გენერალ დენ კეინს და თავდაცვის მდივნის მოადგილეს პოლიტიკურ საკითხებში ელბრიტ კოლბის.
შემდგომ დღეებში გაირკვა, რომ თავდაცვის მდივნის მოადგილე პოლიტიკურ საკითხებში ელბრიტ კოლბი ბრიუსელში შეხვდა ჯერ ნატოს გენ.მდივან მარკ რიუტესა და ალიანსის წევრი ქვეყნების ელჩებს.
გავრცელებული ინფორმაციით, აშშ ევროპაში თავის სამხედრო კონტიგენტს მნიშვნელოვნად შეამცირებს, აშშ ნატოს არ ტოვებს, მაგრამ ევროპის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა სრულად დაეკისრება ევროპის წამყვან ქვეყნებს.
ევროპის ბირთვულ უსაფრთხოებაზე დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი იზრუნებენ, ხოლო ხმელეთზე ნატოს ინტერესებს გერმანია და პოლონეთი უზრუნველყოფენ. ხოლო აშშ ევროპას მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში დაეხმარება.
რჩება შთაბეჭდილება, რომ მოსკოვში აშშ-ს დაზვერვის შეფის ჯონ რეტკლიფის ვიზიტის მიზანი იყო კრემლისგან მიეღო იმის გარანტიები რომ რუსეთი იერიშს ნატოს ქვეყნებზე, მათ შორის არც ბალტიის ქვეყნებზე არ მიიტანდა.
თქვენ როგორ შეაფასებდით, ევროპის უსაფრთხობასთან დაკავშირებულ საკითხებში იმ პოზიციების დაფიქსირებას, რაც აშშ-ს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ პოლიტიკურ საკითხებში კოლბიმ ბრიუსელში ჩაიტანა?
- კოლბის ბრიუსელში ჩატანილი გზავნილი არის ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული პრიორიტეტების ფუნდამენტური გადანაცვლების გაგრძელება, რომელიც ტრამპის პირველი ადმინისტრაციისასაც შეიმჩნეოდა.
წლების განმავლობაში, სწორედ კოლბი წარმოადგენდა იმ სკოლის მთავარ იდეოლოგს, რომელიც ამტკიცებდა, რომ ვაშინგტონის მთავარი ფოკუსი ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონი უნდა იყოს, ხოლო ევროპამ საკუთარი თავდაცვის ტვირთი თავად უნდა იტვირთოს.
ის, რაც ახლა ბრიუსელში აშშ-გან მოისმინეს, არის მარტივი და მკაცრი რეალობა - ამერიკა ევროპის უსაფრთხოების მთავარი გარანტორის როლს იცვლის და მას მხოლოდ მაშინ უნდა მიაკითხონ თუ ევროპას სხვა გზა აღარ ექნება საკუთარი თავის დასაცავად.
ეს ტენდენცია ბოლო წლებში კიდევ უფრო თვალსაჩინო იყო და როგორც ჩანს თანდათან ევროპის სახელმწიფოებში უკვე კარგად გაიაზრეს, ხოლო იგივე სკანდინავიაში უკვე მოქმედებაზე არიან გადასული და სამხედრო ინდუსტრიას აქტიურად ავითარებენ.
ის, რაც ახლა ბრიუსელში აშშ-გან მოისმინეს, არის მარტივი და მკაცრი რეალობა - ამერიკა ევროპის უსაფრთხოების მთავარი გარანტორის როლს იცვლის და მას მხოლოდ მაშინ უნდა მიაკითხონ თუ ევროპას სხვა გზა აღარ ექნება საკუთარი თავის დასაცავად
რაც შეეხება ჯონ რეტკლიფის ვიზიტს მოსკოვში და კრემლისგან რაიმე სახის გარანტიების მიღების მცდელობას, ეს პროცესის ყველაზე სარისკო და, გარკვეულწილად, ილუზიური ნაწილია. რუსეთისგან იმის პირობის მიღება, რომ ის ნატოს აღმოსავლეთ ფლანგს, მათ შორის ბალტიისპირეთს არ დაესხმება თავს, მხოლოდ დიპლომატიური შირმაა.
ისტორიამ და განსაკუთრებით ბოლო წლების მოვლენებმა ცხადყო, რომ მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები. თუ ვაშინგტონს მიაჩნია, რომ დიპლომატიური შეთანხმებით შეძლებს ევროპიდან ჯარების უსაფრთხოდ გაყვანას, ეს სერიოზული სტრატეგიული შეცდომაა.
თუმცა, მეორე მხრივ, შესაძლოა ეს იყოს უბრალოდ ტაქტიკური სვლა ამერიკული საზოგადოებისთვის იმის საჩვენებლად, რომ რესურსების ოპტიმიზაცია მოლაპარაკებების ფორმით მიმდინარეობს.
ისტორიამ და განსაკუთრებით ბოლო წლების მოვლენებმა ცხადყო, რომ მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები. თუ ვაშინგტონს მიაჩნია, რომ დიპლომატიური შეთანხმებით შეძლებს ევროპიდან ჯარების უსაფრთხოდ გაყვანას, ეს სერიოზული სტრატეგიული შეცდომაა
ეს ვითარება ევროპას კომფორტის ზონიდან უხეშად აგდებს. პასუხისმგებლობის გადანაწილება, სადაც ბირთვული ქოლგა ბრიტანეთსა და საფრანგეთს რჩებათ, ხოლო სახმელეთო შეკავება - პოლონეთს, შვედეთს, ფინეთსა და გერმანიას, თეორიულად ლოგიკურია.
პოლონეთი უკვე იქცა ევროპის ყველაზე მილიტარიზებულ და მოტივირებულ სახელმწიფოდ, რადგან მათ ზუსტად იციან რას ნიშნავს რუსული იმპერიალიზმი. მათი პრობლემა სათადარიგო ნაწილები და უწყვეტი მომარაგებაა. ტექნიკის ქონა არაა საკმარისი, ხანგრძლივი ომისათვის დიდი რაოდენობის მარაგების ქონაა აუცილებელი და სწორედ ამას აკეთებს ახლა ვარშავა.
ამასთან, მთავარი გამოწვევა გერმანიაშია, რომელსაც ჯერ კიდევ უჭირს საკუთარი ისტორიული კომპლექსების დაძლევა და ევროპის სამხედრო ლიდერის როლის სრულად მორგება. არც შიდა კონსენსუსია მიღწეული გერმანიის საზოგადოებისა თუ პოლიტიკური პარტიების შიგნით.
- ვაშინგტონის უკვე ღიად გაცხადებული პოზიციები ნატოსთან და ევროპის უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით მოულოდნელი და გასაკვირი არ უნდა ყოფილიყო.
ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტ ტრამპის განცხადებები თუ პირდაპირ არა, ირიბად, ნამდვილად საუბრობდა. თან უკრაინა-რუსეთის ომთან დაკავშირებით მისი განცხადებები არ იძლეოდა იმის საფუძველს გეფიქრა, რომ თეთრი სახლი დაინტერესებული უკრაინის გამარჯვებით. მეტიც, გაპრეზიდენტების შემდეგ გვახსოვს ტრამპის არა ერთი განცხადება, რომ კიევს „კარტები არ აქვს“, რომ „უკრაინა ტერიტორიულ დათმობებზე უნდა წავიდეს“ და ასე შემდეგ.
პრეზიდენტი ტრამპი, პრაქტიკულად ამბობდა იმას, რაც პრეზიდენტ პუტინს უნდოდა. მან ჯერ ვერ დაითანხმა პუტინი მიეღო გადაწყვეტილება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ უკრაინა-რუსეთის ომში.
ახლა როცა, უკრაინა-რუსეთის ომი შესაძლოა, დასკვნით ეტაპზეც კი იყოს, ვაშინგტონის პოზიცია ბევრისთვის არა თუ გაუგებარი, არამედ უცნაურადაც კი გამოიყურება.
ბევრი მის ამგვარ პოზიციას იმასაც კი უკავშირებს რომ ტრამპი ევროპელ პარტნიორებზე ნაწყენია რომ ევროპამ აშშ-სა და ისრაელს ღიად არ დაუჭირა მხარი ირანთან დაპირისპირებაში. ირანში არსებულ სიტუაციას ჩვენ აუცილებლად შევეხებით.
მანამდე,
გამოდის აშშ-ს უკრაინა-რუსეთის ომში ხელები აქვს დაბანილი და მთელი პასუხისმგებლობა იმაზე, სავარაუდოდ, როგორ დასრულდება ომი უკრაინაში, ახლა ევროპის წამყვან ქვეყნებზეა?
თუ კი, სავარაუდოდ, როგორი შეიძლება იყოს ამ ომის დასასრული?
- ვაშინგტონის, და კონკრეტულად დონალდ ტრამპის, პოლიტიკა არ არის სპონტანური, ეს არის უხეში, ტრანზაქციული პრაგმატიზმი. ტრამპისთვის საერთაშორისო ურთიერთობები, პირველ რიგში, ბიზნესგარიგებაა.
ის ფაქტი, რომ ამერიკა ეტაპობრივად იბანს ხელს უკრაინის ომისგან, არ ნიშნავს, რომ მას შედეგი საერთოდ არ აინტერესებს. უბრალოდ, ტრამპის ადმინისტრაცია თვლის, რომ ამერიკის სასიცოცხლო, სტრატეგიული ინტერესები ახლა სხვაგან - ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონსა და ახლო აღმოსავლეთშია.
ვაშინგტონის, და კონკრეტულად დონალდ ტრამპის, პოლიტიკა არ არის სპონტანური, ეს არის უხეში, ტრანზაქციული პრაგმატიზმი. ტრამპისთვის საერთაშორისო ურთიერთობები, პირველ რიგში, ბიზნესგარიგებაა
ვაშინგტონში კარგად იციან, რომ „კიევს კარტები“ კვლავ აქვს, მაგრამ სანამ ომი გრძელდება, მანამდე ვერც ფოკუსის სრული გადატანა ვერ მოხდება ჩინეთის შეკავებაზე და ვერც რუსეთთან ურთიერთობების დალაგების მცდელობა გამოუვა ტრამპს, რომელსაც ეიმედება, რომ მოსკოვს ჩინური ორბიტიდან მოსწყვეტს. ეს გადაჭარბებული მოლოდინია და მოსკოვი იმ ჩინური ნავიდან არ გადმოვა, რომლითაც ახლა მისი ეკონომიკა ჯერ კიდევ ფუნქციონირებს.
თქვენ ზუსტად აღნიშნეთ ევროპის ფაქტორი ირანთან მიმართებაში. ვაშინგტონში უკიდურესად გაღიზიანებულები არიან იმით, რომ ევროპული ქვეყნები ხშირად ორჭოფობენ და ცდილობენ ერთგვარი დისტანცია შეინარჩუნონ ისრაელ-ირანის დაპირისპირებაში.
ტრამპის ლოგიკა ძალიან მარტივი და პირდაპირია: თუ ევროპა არ უდგას გვერდში ამერიკას მისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვან რეგიონებში, რატომ უნდა გადაიხადოს ამერიკამ მილიარდები ევროპის კონტინენტზე რუსეთის შესაკავებლად? ეს არის პასუხისმგებლობის ევროპელებზე გადაბარების და მათი რეალობაში უხეშად დაბრუნების მექანიზმი.
ტრამპის ლოგიკა ძალიან მარტივი და პირდაპირია: თუ ევროპა არ უდგას გვერდში ამერიკას მისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვან რეგიონებში, რატომ უნდა გადაიხადოს ამერიკამ მილიარდები ევროპის კონტინენტზე რუსეთის შესაკავებლად? ეს არის პასუხისმგებლობის ევროპელებზე გადაბარების და მათი რეალობაში უხეშად დაბრუნების მექანიზმი
თუმცა ევროპელთა მიდგომაც ანალოგიურია: თუ ვაშინგტონს სურს სრულყოფილი დახმარება ირანთან მიმართებით, ჯერ თავად უნდა ჩაერთოს სრულყოფილად უკრაინის დასახმარებლად და ხან გრენლანდია არ უნდა მოითხოვოს და ხან ისლანდია. მით უფრო რომ თავად ტრამპის საგარეო პოლიტიკაა არათანმიმდევრული ირანთან მიმართებით. შესაბამისად, არათანმიმდევრულ და ცვალებადი ხასიათის მქონე პოლიტიკურ ფიგურასთან ურთიერთობას ევროპელი ლიდერების ნაწილი ფრთხილობენ.
თუმცა ევროპელთა მიდგომაც ანალოგიურია: თუ ვაშინგტონს სურს სრულყოფილი დახმარება ირანთან მიმართებით, ჯერ თავად უნდა ჩაერთოს სრულყოფილად უკრაინის დასახმარებლად და ხან გრენლანდია არ უნდა მოითხოვოს და ხან ისლანდია. მით უფრო რომ თავად ტრამპის საგარეო პოლიტიკაა არათანმიმდევრული ირანთან მიმართებით
რაც შეეხება იმას, თუ როგორ დასრულდება ომი - ილუზიაა იმის ფიქრი, რომ ტრამპის მიერ შეთავაზებული ტერიტორიული დათმობები პუტინს მყისიერად დააკმაყოფილებს. რუსეთის მიზანი არ არის მხოლოდ დონბასი ან ყირიმი, მისი ფუნდამენტური მიზანი უკრაინის სახელმწიფოებრიობის განადგურება და ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურის ნგრევაა. პუტინი ცეცხლის შეწყვეტაზე მარტივად არ წავა, სანამ ფიქრობს, რომ მას ჯერ კიდევ შეუძლია ომის მოგება. ამასთან, რუსეთის მიზანი მისი ანექსიის დაკანონება და შესაბამისად ახალი მსოფლიო წესრიგის აღიარებაა, სადაც დაპყრობითი ომი ჩვეულებრივი მოვლენა ხდება. ეს კი ევროპაში იციან და ამას ვერანაირად დასთანხმდებიან.
პუტინი ცეცხლის შეწყვეტაზე მარტივად არ წავა, სანამ ფიქრობს, რომ მას ჯერ კიდევ შეუძლია ომის მოგება. ამასთან, რუსეთის მიზანი მისი ანექსიის დაკანონება და შესაბამისად ახალი მსოფლიო წესრიგის აღიარებაა, სადაც დაპყრობითი ომი ჩვეულებრივი მოვლენა ხდება. ეს კი ევროპაში იციან და ამას ვერანაირად დასთანხმდებიან
ვინაიდან ტვირთი ახლა ევროპის - კერძოდ კი დიდი ბრიტანეთის, პოლონეთისა და სკანდინავიის ქვეყნების მხრებზე გადადის, ჩვენ ვუახლოვდებით არა მშვიდობას, არამედ დამატებით ესკალაციას რუსეთის მხრიდან იმ იმედით, რომ უკრაინა და ევროპა გატყდებიან.
ხოლო უკრაინას და ევროპას რუსეთის გამოფიტვის იმედი აქვს, როგორც ეს პირველი მსოფლიო ომის დროს მოხდა. ესკალაციის ახალი ეტაპი როგორც ჩაივლის შემდეგ გამოჩნდება ახალი პერსპექტივები.
- თუ ისევ აშშ-ს დაზვერვის შეფის ჯონ რეტკლიფის მოსკოვში ვიზიტის თემას დავუბრუნდებით, უნდა გავიხსენოთ „ნიუ-იორკ ტაიმსში“ ამ ვიზიტის შესახებ გამოქვეყნებული სტატიები და მოსაზრებები.
თუ ძნელი დასაჯერებელი არა, უცნაურადაც კი გამოიყურება ამერიკული გამოცემის მტკიცება იმის შესახებ, რომ ჯონ რეტკლიფმა მოსკოვში ვიზიტისას რუსული მხრიდან თანამოსაუბრეები იმის შესახებ გააფრთხილა რომ ეკონომიკური და ფინანსური პრობლემების გამო რუსეთს კიდევ უფრო მეტი პრობლემები ექნება, ვიდრე ახლა აქვს თუ უკრაინასთან ომი გააგრძელა.
ეს რომ ასეა, მოსკოვის უმაღლეს ეშელონებში ყველას კარგად ესმის. მაგრამ, მიუხედავად ამისა, რუსეთი უარს ამბობს არა მხოლოდ ომის შეწყვეტაზე, არამედ აგრძელებს უკრაინის ქალაქების უმოწყალოდ დაბომბვებს.
მოსკოვში 3-4 დღიანი ვიზიტით იმყოფებოდა ვატიკანის საგარეო საქმეთა მინისტრი, არქიეპისკოპოსი გალაჰერი. ფაქტობრივად, ვატიკანმა მოსკოვს სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის ვატიკანის პლატფორმა შესთავაზა.
მან მოსკოვში უკრაინა-რუსეთის ომის დასრულების სამშვიდობო გეგმა ჩაიტანა, რომელიც 1. მხარეებს შორის ცეცხლის შეწყვეტას და დონბასის რეგიონში თავისუფალი ეკონომიკური ზონის შექმნას ითვალისწინებს.
უკვე ვიცით, რომ დონბასში თავისუფალი ეკონომიკური ზონის შექმნაზე მოსკოვი უარს აცხადებს. ეს რეგიონი რუსეთისააო და ჩვენს გარდა იქ არავინ არ უნდა იყოსო.
როგორც ჩანს, უკრაინა-რუსეთის ომის დასრულების საკითხში ისევ პატური სიტუაციაა?
თუ კი, სავარაუდოდ, ამგვარი ვითარება, სანამდე შეიძლება გაგრძელდეს?
- სანქციებით გამოწვეული ეკონომიკური ზარალი მნიშვნელოვანია, მაგრამ თუ ვაშინგტონში მართლა ჰგონიათ, რომ პუტინს ეკონომიკური გრაფიკებით, ინფლაციის მაჩვენებლებითა და მშპ-ს ვარდნით შეაშინებენ, ეს რუსული მენტალობისა და იმპერიული აზროვნების არცოდნაა. რუსეთისთვის ეკონომიკა მხოლოდ ინსტრუმენტია იმპერიის შესანარჩუნებლად და არა თვითმიზანი.
სანქციებით გამოწვეული ეკონომიკური ზარალი მნიშვნელოვანია, მაგრამ თუ ვაშინგტონში მართლა ჰგონიათ, რომ პუტინს ეკონომიკური გრაფიკებით, ინფლაციის მაჩვენებლებითა და მშპ-ს ვარდნით შეაშინებენ, ეს რუსული მენტალობისა და იმპერიული აზროვნების არცოდნაა. რუსეთისთვის ეკონომიკა მხოლოდ ინსტრუმენტია იმპერიის შესანარჩუნებლად და არა თვითმიზანი
კრემლი მზადაა საკუთარი მოსახლეობა სრულ სიღატაკეში ამყოფოს, ოღონდ უკრაინული ტერიტორიები შეინარჩუნოს და დასავლეთს საკუთარი ნება მოახვიოს თავს.
ეკონომიკური რაციონალურობა არ მუშაობს იქ, სადაც გადაწყვეტილებებს ისტორიული რევანშიზმი და იმპერიული ფანატიზმი იღებს. რუსულ ეკონომიკაზე დარტყმა მაშინ იქნება ეფექტური, თუკი ამას ფიზიკური ხასიათი ექნება: დაბომბილი რუსული სამხედრო-ეკონომიკური და პოლიტიკურ-ეკონომიკური ობიექტები ნამდვილად შეუქმნის კრემლს პრობლემას, როგორც ფრონტალურს ისე პოლიტიკურს.
ეკონომიკური რაციონალურობა არ მუშაობს იქ, სადაც გადაწყვეტილებებს ისტორიული რევანშიზმი და იმპერიული ფანატიზმი იღებს. რუსულ ეკონომიკაზე დარტყმა მაშინ იქნება ეფექტური, თუკი ამას ფიზიკური ხასიათი ექნება: დაბომბილი რუსული სამხედრო-ეკონომიკური და პოლიტიკურ-ეკონომიკური ობიექტები ნამდვილად შეუქმნის კრემლს პრობლემას, როგორც ფრონტალურს ისე პოლიტიკურს
ნებისმიერ ეკონომიკურ ომს თან ფიზიკური დარტყმებიც თუ არ ახლავს თან, ძალიან რთული ხდება მისი აღსრულება, მით უფრო თანამედროვე დივერსიფიცირებულ საერთაშორისო ეკონომიკებში - მით უფრო ჩინეთის არსებობის პირობებში.
სწორედ ამიტომაა, რომ უკრაინულ სიღრმისეულ დარტყმებს რუსულ ეკონომიკაზე ბევრად უფრო მძიმე შედეგი აქვს, ისევე როგორც რუსული ჩრდილოვანი ფლოტის დასუსტებას, ვიდრე სანქციას. თუმცა ეს ორი რამ ერთად თუ იმოქმედებს ხანგრძლივი დროით, ნამდვილად დამაზარალებელი იქნება მისთვის.
უკრაინულ სიღრმისეულ დარტყმებს რუსულ ეკონომიკაზე ბევრად უფრო მძიმე შედეგი აქვს, ისევე როგორც რუსული ჩრდილოვანი ფლოტის დასუსტებას, ვიდრე სანქციას. თუმცა ეს ორი რამ ერთად თუ იმოქმედებს ხანგრძლივი დროით, ნამდვილად დამაზარალებელი იქნება მისთვის
რუსეთს იმდენად დიდი ეკონომიკური და მინერალური პოტენციალი აქვს, ის რომ იმპერიალიზმზე არ ფიქრობდეს და მეზობლებს ტერიტორიას არ ართმევდეს, უკვე დიდი ხნის განმავლობაში იქნება მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დაწინაურებული ეკონომიკა. ასე რომ რთულია ვინმემ ეკონომიკური პერსპექტივით მოხიბლოს კრემლი.
- აშშ-სა და ირანს შორის დაძაბულობა არ ცხრება. ირანმა ახლო აღმოსავლეთში აშშ-ს სამხედრო ბაზებს უზარმაზარი ზიანი მიაყენა. ეს ბაზები ამ რეგიონის ქვეყნებისთვის უსაფრთხოების გარანტორი უნდა ყოფილიყო. ახლა კი აღმონდა რომ ისინი, ისევე როგორც ამერიკული ბაზები თეირანის სამიზნეა.
ჰორმუზის სრუტეს ირანი აკონტროლებს. ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის განცხადებით, - ჰორმუზის სრუტე დახურული დარჩება იქამდე, ვიდრე აშშ ჩვენს პირობებს არ მიიღებს.“ ირანის პრეზიდენტი მასუდ პეზეშკიანი აცხადებს რომ აშშ ირანზე ეკონომიკური ზეწოლით ვერაფერს მიაღწევს. მეტიც, იგი აშშ-ს პრეზიდენტ ტრამპს მოუწოდებს აღიაროს ირანთან დამარცხება.
ირანში უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარედ გუშაგთა კორპუსის ხელმძღვანელი გენერალი რეზაი დანიშნა. ის ძალოვანი უწყებების საქმიანობას უხელმძღვანელებს. რეზაი გუშაგთა კორპუს 16 წელი ხელმძღვანელობდა და იგი აშშ-ში ტერორისტთა სიაშია. ეს იმას ნიშნავს რომ ირანი გააგრძელებს მსოფლიო ეკონომიკისა და მეზობლების ტერორიზებას.
ცხადადაც კი ჩანს, რომ შუალედურ არჩევნების დასრულებამდე აშშ ირანის მიმართულებით არ იაქტიურებს.
თქვენ როგორ შეაფასებდით იმ ვითარებას, რომელიც ახლა აშშ-სა და ირანს შორის არსებობს?
რამდენად საფუძვლიანია თეირანის მოთხოვნა ვაშინგტონმა ირანთან დამარცხება აღიაროს?
- ირანის მიერ ამერიკულ ბაზებზე მიტანილი იერიშები და ჰორმუზის სრუტის ბლოკირება არ არის თეირანის სტრატეგიული უპირატესობის ნიშანი. ეს არის ამერიკის "წითელი ხაზების" გამიზნული ტესტირება და შანტაჟი.
მოჰსენ რეზაის დანიშვნა უსაფრთხოების საბჭოს ხელმძღვანელად არის თეირანიდან წამოსული მკაფიო გზავნილი - ე.წ. რეფორმატორული ფასადი საბოლოოდ დაიმსხვრა და რეალურ ძალაუფლებას სრულად ფლობს ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი.
ირანის მიერ ამერიკულ ბაზებზე მიტანილი იერიშები და ჰორმუზის სრუტის ბლოკირება არ არის თეირანის სტრატეგიული უპირატესობის ნიშანი. ეს არის ამერიკის "წითელი ხაზების" გამიზნული ტესტირება და შანტაჟი
რეზაი, რომელიც საერთაშორისო დონეზე აღიარებული ტერორისტია, მიანიშნებს, რომ ირანის საგარეო პოლიტიკა კიდევ უფრო რადიკალური და უკომპრომისო გახდება. თეირანი ძალიან ზუსტად კითხულობს დემოკრატიული სახელმწიფოების პოლიტიკურ ციკლებს.
მათ მშვენივრად იციან, რომ აშშ-ის შუალედური არჩევნების წინ, თეთრი სახლი მაქსიმალურად შეეცდება აირიდოს სრულმასშტაბიანი სამხედრო კონფლიქტი, რადგან ახლო აღმოსავლეთში ესკალაცია პირდაპირ ნიშნავს ნავთობზე ფასების ნახტომს და, შესაბამისად, ამომრჩევლის უკმაყოფილებას. სწორედ ამერიკული პოლიტიკური სისტემის ამ დროებითი პარალიზებით სარგებლობს ახლა ირანი.
მოჰსენ რეზაის დანიშვნა უსაფრთხოების საბჭოს ხელმძღვანელად არის თეირანიდან წამოსული მკაფიო გზავნილი - ე.წ. რეფორმატორული ფასადი საბოლოოდ დაიმსხვრა და რეალურ ძალაუფლებას სრულად ფლობს ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი
რაც შეეხება პრეზიდენტ პეზეშკიანის მოთხოვნას, რომ ვაშინგტონმა ირანთან დამარცხება აღიაროს - ეს არის სრული აბსურდი და იაფფასიანი რიტორიკა, რომელიც გათვლილია მხოლოდ და მხოლოდ შიდა აუდიტორიის კონსოლიდაციაზე. ირანი ეკონომიკურად იხრჩობა, ტექნოლოგიურად იზოლირებულია, ხოლო მისი რეჟიმი საკუთარი მოქალაქეების სისხლსა და რეპრესიებზე დგას. მაგრამ მათ იციან, რომ აშშ-ს კარგი არჩევანი არ აქვს და ამიტომაც ცდილობენ საკუთარი თავის ძლიერის პოზიციიდან დაყენებას.
თუმცა, გეოპოლიტიკაში არსებობს ერთი კრიტიკული ფაქტორი - დამარცხება ყოველთვის არ ნიშნავს სამხედრო მარცხს და ის პოლიტიკური შეიძლება იყოს. თუ ვაშინგტონი გააგრძელებს ინერტულ, პასიურ თავდაცვას, არ გამოიყენებს უხეშ ძალას შეკავების აღსადგენად და ირანს მისცემს საშუალებას, ჰორმუზის სრუტეში გლობალური ვაჭრობა დაუსჯელად დააშანტაჟოს, ამერიკა რეგიონში დაკარგავს ყველაზე მთავარს - მოკავშირეების ნდობას.
თუ ვაშინგტონი გააგრძელებს ინერტულ, პასიურ თავდაცვას, არ გამოიყენებს უხეშ ძალას შეკავების აღსადგენად და ირანს მისცემს საშუალებას, ჰორმუზის სრუტეში გლობალური ვაჭრობა დაუსჯელად დააშანტაჟოს, ამერიკა რეგიონში დაკარგავს ყველაზე მთავარს - მოკავშირეების ნდობას
თუ არაბული სახელმწიფოები და ისრაელი დაინახავენ, რომ ამერიკული უსაფრთხოების ქოლგა გახვრეტილია და ვაშინგტონი საკუთარ ბაზებსაც კი ვერ იცავს, ახლო აღმოსავლეთში ძალთა ბალანსი კარდინალურად შეიცვლება.
- აშშ-ში შუალედურ არჩევნებამდე ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინ პინი უნდა ჩავიდეს. რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, საქართველოში უკრაინასთან ომში პუტინის ღია თუ ლატენტური გულშემატკივრები არ იღლებიან იმის მტკიცებაში რომ ტრამპის ამოცანაა, აშშ-მ, ჩინეთმა და რუსეთმა მსოფლიო გავლენის სფეროებად გაიყონ.
არადა, ვხედავთ, რომ უკრაინა-რუსეთის ომის გაგრძელების მთავარი ბენეფიციარი ჩინეთია, რადგან რამდენადაც შესაძლებელია ეკონომიკური სივრცეებისაგან იზოლირებული რუსეთი მეტად ხდება ჩინეთზე დამოკიდებული. თუ მანამდე ტრამპი ცდილობდა რუსეთი ჩამოეშორებინა ჩინეთისაგან, სულ პირიქით ხდება.
რა მოლოდინები შეიძლება ჰქონდეს ერთი მხრივ ტრამპს, ვაშინგტონში ჩინეთის პრეზიდენტის ვიზიტისაგან, ხოლო მეორე მხრივ, რეალურად, რა შედეგით შეიძლება დასრულდეს სი ძინ პინის ვიზიტი ამერიკაში?
- რუსეთი დღეს აღარ არის იმ წონითი კატეგორიის მოთამაშე, რომ ამერიკასა და ჩინეთთან ერთად გლობალური გადანაწილების მაგიდასთან იჯდეს. ის, რასაც ჩვენ ვხედავთ, არის მყიფე ორპოლუსიანი სამყაროს ჩამოყალიბება მრავალპოლუსიანი ჯგუფებითა და გამოვლინებებით.
და რადგან ეს ძალიან კარგად ესმის რუსეთს, ამიტომაცაა რომ ის ერთის მხრივ ჩინეთთან მაქსიმალურ დაახლოებაზეა ორიენტირებული, ხოლო მეორეს მხრივ, მაქსიმალურად აგრესიულია დასავლეთთან მიმართებით - ამით ის იმის ჩვენებას ცდილობს, რომ იმაზე მეტია, ვიდრე რეალურად არის.
რუსეთი დღეს აღარ არის იმ წონითი კატეგორიის მოთამაშე, რომ ამერიკასა და ჩინეთთან ერთად გლობალური გადანაწილების მაგიდასთან იჯდეს. ის, რასაც ჩვენ ვხედავთ, არის მყიფე ორპოლუსიანი სამყაროს ჩამოყალიბება მრავალპოლუსიანი ჯგუფებითა და გამოვლინებებით
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, იმ ფონზე, რომ რუსეთი ჩინეთთან შედარებით სუსტია, არ ნიშნავს, რომ ნაკლებად საშიშია. შეიძლება პირიქითაც ვთქვათ, რუსეთს გლობალურ მესამე ძალად გარდაქმნა რომ უნდა, სწორედ ამიტომ ცდილობს მაქსიმალურად დიდ აგრესიას და ამ გზით საკუთარი დღის წესრიგის გამოჭრას.
მაგრამ უკრაინაში ომის წარუმატბელობებისა და დემოგრაფიული კატასტროფის ფონზე, ისევე როგორც ჩინეთზე დამოკიდებულების გამო, ეს ყველაფერი რამდენად გამოუვა სადაოა. არადა მოსკოვში რიგი მკვლევრები ღიად საუბრობენ, რომ ჩინეთი, თუკი საშუალება მიეცა, რუსეთის ხარჯზე გაფართოებაზეც კი არ იტყვის უარს.
იმ ფონზე, რომ რუსეთი ჩინეთთან შედარებით სუსტია, არ ნიშნავს, რომ ნაკლებად საშიშია. შეიძლება პირიქითაც ვთქვათ, რუსეთს გლობალურ მესამე ძალად გარდაქმნა რომ უნდა, სწორედ ამიტომ ცდილობს მაქსიმალურად დიდ აგრესიას და ამ გზით საკუთარი დღის წესრიგის გამოჭრას
ტრამპი ჩინეთთან ურთიერთობას უყურებს, როგორც დიდ პოლიტიკური და ეკონომიკურ ომს, რომელშიც მას სურს მიიღოს მაქსიმალური ეკონომიკური პრეფერენციები ამერიკისთვის და თან შეინარჩუნოს სტატუს-კვო წყნარ ოკეანეში. მისი მთავარი ამოცანაა, შუალედურ არჩევნებამდე ამომრჩეველს აჩვენოს დიდი გარიგება, იქნება ეს ტარიფების დაბალანსება თუ ჩინეთის მხრიდან ამერიკული პროდუქციის შესყიდვის გარანტიები.
ამასთანავე, ტრამპი შეეცდება პეკინს მოსთხოვოს ირანისა და, გარკვეულწილად, რუსეთის მხარდაჭერის შემცირება, ეკონომიკური სანქციების ან ტარიფების შერბილების სანაცვლოდ. ტრამპს სჯერა, რომ მისი პირადი მოლაპარაკების სტილით შეძლებს პეკინის სტრატეგიული ვექტორის შეცვლას.
ტრამპი ჩინეთთან ურთიერთობას უყურებს, როგორც დიდ პოლიტიკური და ეკონომიკურ ომს, რომელშიც მას სურს მიიღოს მაქსიმალური ეკონომიკური პრეფერენციები ამერიკისთვის და თან შეინარჩუნოს სტატუს-კვო წყნარ ოკეანეში. მისი მთავარი ამოცანაა, შუალედურ არჩევნებამდე ამომრჩეველს აჩვენოს დიდი გარიგება, იქნება ეს ტარიფების დაბალანსება თუ ჩინეთის მხრიდან ამერიკული პროდუქციის შესყიდვის გარანტიები
ჩინეთის ლიდერისთვის ეს ვიზიტი არის ძალის დემონსტრირება და იმის ხაზგასმა, რომ პეკინი ვაშინგტონის რეალური და ერთადერთი თანასწორია. ჩინეთის ეკონომიკას დღეს სჭირდება სტაბილურობა, სჭირდება ამერიკულ ბაზარზე წვდომის შენარჩუნება და ახალი სავაჭრო შოკების აცილება. თუმცა, სტრატეგიულად, პეკინი არასოდეს იტყვის უარს თავის გრძელვადიან მიზნებზე - ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში ტოტალურ დომინაციაზე და ტაივანის საკითხზე.
სისტემური, ღრმა დაპირისპირება ამ ორ ზესახელმწიფოს შორის გარდაუვალია და ის გაგრძელდება. რუსეთი კი ამ დიდ თამაშში ერთ-ერთ მნიშვნელოვან ინსტრუმენტად რჩება, რომელიც პირველ რიგში სწორედ ჩინეთს აძლიერებს
ჩვენ ვნახავთ ხმამაღალ განცხადებებს ეკონომიკურ შეთანხმებებზე, რაც ტრამპს წინასაარჩევნოდ სჭირდება, და დიპლომატიურ ღიმილებს, რაც სი ძინპინს ეკონომიკური ამოსუნთქვისთვის ესაჭიროება.
მაგრამ სისტემური, ღრმა დაპირისპირება ამ ორ ზესახელმწიფოს შორის გარდაუვალია და ის გაგრძელდება. რუსეთი კი ამ დიდ თამაშში ერთ-ერთ მნიშვნელოვან ინსტრუმენტად რჩება, რომელიც პირველ რიგში სწორედ ჩინეთს აძლიერებს.
„ინტერპრესნიუსი“
კობა ბენდელიანი