„არდი“ და Amadeo ბიზნესების ფინანსური მართვის გასაძლიერებლად პარტნიორობას იწყებენ

არდი და Amadeo იწყებენ პარტნიორობას, რომლის მიზანია ბიზნესებისთვის თანამედროვე ფინანსური მართვის ინსტრუმენტების ხელმისაწვდომობის გაზრდა და კომპანიების მხარდაჭერა უფრო ეფექტური გადაწყვეტილებების მიღებაში.

თანამშრომლობის ფარგლებში არდის ბიზნეს კლიენტებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ Amadeo- - ქართულ Financial Intelligence პლატფორმას, რომელიც კომპანიებს აძლევს რეალურ დროში ფინანსურ ანალიტიკას, ავტომატიზებულ ანგარიშგებასა და მენეჯერული გადაწყვეტილებების მისაღებად საჭირო ინფორმაციას ერთ სივრცეში.

Amadeo აერთიანებს კომპანიის ფინანსურ მონაცემებს და მომხმარებლებს სთავაზობს მოგება-ზარალის (P&L), Cash Flow-ს, ბალანსის, KPI-ების, კონტრაგენტების, დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების, პროექტების მომგებიანობისა და სხვა მნიშვნელოვანი ბიზნესმაჩვენებლების ანალიტიკას რეალურ დროში.

პლატფორმა ინტეგრირდება ქართულ საბუღალტრო პროგრამებთან და ბიზნესს აძლევს შესაძლებლობას, ავტომატურად მიიღოს განახლებული ფინანსური ინფორმაცია დამატებითი ხელით სამუშაოს გარეშე.

დღეს Amadeo-ს უკვე 500-ზე მეტი კომპანია იყენებს, ხოლო მისი პარტნიორული ეკოსისტემა 40-ზე მეტ ორგანიზაციას აერთიანებს, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს პლატფორმის მიმართ ბიზნესის ნდობასა და მოთხოვნას.

“ჩვენი მიზანია, თანამედროვე ფინანსური ანალიტიკა და Enterprise დონის შესაძლებლობები ხელმისაწვდომი გავხადოთ ნებისმიერი ზომის ბიზნესისთვის. დარწმუნებულები ვართ, რომ არდისთან პარტნიორობა კიდევ უფრო მეტ კომპანიას დაეხმარება ფინანსური პროცესების გაციფრულებასა და ეფექტური მმართველობითი გადაწყვეტილებების მიღებაში.“ - გიორგი ჩუგოშვილი, ამადეოს დამფუძნებელი

არდი თანამედროვე სადაზღვევო კომპანიაა, რომელიც ინდივიდუალურ და კორპორაციულ მომხმარებლებს ჯანმრთელობის, ავტო, ქონების, სამოგზაურო და სხვა მიმართულებების სადაზღვევო გადაწყვეტილებებს ინოვაციური მიდგომებით აწვდის. 2012 წლიდან არდი საქართველოს უმსხვილესი კომპანიების სანდო სადაზღვევო პარტნიორია და კორპორაციულ კლიენტებს მაღალი სტანდარტის, მათ საჭიროებებზე მორგებულ მომსახურებას სთავაზობს. კომპანია გამორჩეულია მომხმარებელთა ლოიალობისა და კმაყოფილების მაღალი მაჩვენებლებით, რაც არდის მიმართ მრავალწლიანი ნდობის შედეგია. პრემიუმ მომსახურება, ინდივიდუალური მიდგომა და მოქნილი სადაზღვევო გადაწყვეტილებები არდის კორპორაციული მიმართულების მთავარი უპირატესობებია. სწორედ ამიტომ, არდი მხოლოდ სადაზღვევო პროდუქტებს კი არ სთავაზობს ბიზნესს, არამედ ქმნის მისი სფეროს, მასშტაბისა და მიზნების შესაბამის დაცვის სისტემას - მაია ციკოლია, არდის პარტნიორული არხების განვითარების ხელმძღვანელი.

პარტნიორობის ფარგლებში Amadeo-ს კლიენტებისთვის ხელმისაწვდომი იქნება არდის სპეციალური კორპორაციული შეთავაზებები. კომპანიები შეძლებენ მიიღონ ინდივიდუალური კონსულტაცია და მათი ბიზნესის სპეციფიკაზე მორგებული სადაზღვევო პირობები.

პარტნიორობის ფარგლებში არდის ბიზნესკლიენტებს ექნებათ შესაძლებლობა მიიღონ Amadeo-ს პერსონალური დემო, გაიარონ ინდივიდუალური კონსულტაცია და სპეციალური პირობებით დანერგონ პლატფორმა საკუთარ კომპანიაში.

(R)

ჰოვსეპ ხურშუდიანი - რა ზეწოლაც არ უნდა განახორციელოს კრემლმა ფაშინიანზე, ცხადი ისაა, რომ ფაშინიანი სომხეთში ხელისუფლებას ყველა შემთხვევაში შეინარჩუნებს
ქართული პრესის მიმოხილვა 27.08.2026
ვანო ჩხარტიშვილი განცხადებას ავრცელებს
„ვისოლმა“ „ვიგოს“ ავტოგასამართი სადგური ამბროლაურშიც გახსნა