SKillwill-ი საქართველოში პირველი კოლეჯია, რომელიც Anthropic-ის Claude Partner Network-ის წევრი გახდა. Claude Partner Network-ის წევრობა კოლეჯს შესაძლებლობას აძლევს, სასწავლო პროცესში Anthropic-ის საერთაშორისო გამოცდილება, სპეციალური სასწავლო რესურსები და თანამედროვე მიდგომები გამოიყენოს. ეს თანამშრომლობა კოლეჯის ახალი სადიპლომო პროგრამის - „ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტები“ - განვითარების მნიშვნელოვანი საფუძველია. სტუდენტებისთვის კი შესაძლებლობაა, ხელოვნურ ინტელექტთან მუშაობის პრაქტიკული უნარები და ცოდნა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად შეიძინონ.
AI-ის ცოდნა - ყველა პროფესიისთვის
ხელოვნური ინტელექტი მხოლოდ პროგრამირებასა და მონაცემთა ანალიზს აღარ უკავშირდება. ის ცვლის სამუშაო პროცესებს ციფრულ მარკეტინგში, პროექტების მართვასა და სხვა პროფესიულ მიმართულებებში. სწორედ ამიტომ, AI ინსტრუმენტების სწავლება Skillwill-ის აკადემიური პროგრამების განუყოფელი ნაწილი გახდა. ამ მიმართულებას კოლეჯი Claude Academy-ის პროგრამის საფუძველზე განახორციელებს.
AI Literacy მოდულის ფარგლებში სტუდენტები ისწავლიან არა მხოლოდ სხვადასხვა ინსტრუმენტის გამოყენებას, არამედ იმასაც, თუ როგორ ჩამოაყალიბონ მკაფიო დავალება, კრიტიკულად შეაფასონ და გადაამოწმონ მიღებული პასუხები და ხელოვნური ინტელექტი სწორად გამოიყენონ.
„ხელოვნური ინტელექტი ყველა პროფესიის განვითარების აუცილებელი ინსტრუმენტი ხდება. სწორედ ამიტომ, Skillwill-ის ყველა აკადემიურ პროგრამაში AI-ის სწავლებას ვნერგავთ. Claude Partner Network-ის წევრობა და Anthropic-ის სასწავლო რესურსების გამოყენების შესაძლებლობა საშუალებას გვაძლევს, მუდმივად განვაახლოთ პროგრამები და გავაძლიეროთ როგორც სტუდენტების, ისე ჩვენი გუნდის AI კომპეტენციები. Skillwill-ის სადიპლომო პროგრამა „ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტები“ სრულად არის აგებული Claude Academy-ის სპეციალური სასწავლო პროგრამისა და რესურსების საფუძველზე“, - გიორგი მარიამიძე, Skillwill-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი.
გამოცდილება, რომელიც სასწავლო პროცესში გადადის
Skillwill-ში AI-ის ინტეგრაცია მხოლოდ სამომავლო გეგმა არ არის. კოლეჯი Claude Team-ს უკვე მთელი გუნდის მასშტაბით, ყოველდღიურ სამუშაო პროცესებში იყენებს. შესაბამისად, AI Literacy მოდული დაეყრდნობა როგორც Anthropic-ის სასწავლო რესურსებს, ისე იმ პრაქტიკულ გამოცდილებას, რომელსაც Skillwill-ის გუნდი ყოველდღიურად აგროვებს.
პარალელურად, თანამშრომლებისთვის ხელმისაწვდომი სპეციალური ტრენინგები ხელს უწყობს AI-ის ეფექტიან გამოყენებას ადმინისტრაციულ და საოპერაციო პროცესებში. ამ გამოცდილების სასწავლო პროგრამებში გადატანით სტუდენტები შეძლებენ, ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობები რეალურ სამუშაო გარემოსთან კავშირში შეისწავლონ.
საერთაშორისო პარტნიორობის ახალი შესაძლებლობები
Claude Partner Network სხვადასხვა მიმართულების კომპანიებსა და ორგანიზაციებს აერთიანებს. Anthropic-ის საჯარო პარტნიორთა პლატფორმაზე წარმოდგენილია „Education & Learning“ მიმართულებაც, რომელიც ხელოვნური ინტელექტის განათლებასა და სწავლებაზე ორიენტირებულ პარტნიორებს აერთიანებს.
შესაბამისი ვერიფიკაციის ეტაპების გავლის შემდეგ Skillwill-ის სამომავლო მიზანია, განათლებისა და სწავლების მიმართულებით სწორედ ამ საერთაშორისო პლატფორმაზე იყოს წარმოდგენილი. ეს კოლეჯს საშუალებას მისცემს, საქართველოში დაგროვილი გამოცდილება უფრო ფართო აუდიტორიას გაუზიაროს და საერთაშორისო საგანმანათლებლო ეკოსისტემასთან კავშირები გააფართოოს.
Skillwill-ისთვის Claude Partner Network-ის წევრობა გრძელვადიანი ხედვის ნაწილია - სტუდენტებმა პროფესიულ ცოდნასთან ერთად შეიძინონ თანამედროვე AI ინსტრუმენტების სწორად და პრაქტიკულად გამოყენების უნარები, რომლებიც სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება თანამედროვე სამუშაო გარემოსა და პროფესიული განვითარებისთვის.
(R)