„თბილისი ენერჯი“ უსაფრთხოების საინფორმაციო კამპანიას განაგრძობს

„თბილისი ენერჯის“ ხელმძღვანელები და გაზის უსაფრთხოების სპეციალისტები დედაქალაქის მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობენ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „თბილისი ენერჯიდან“ აცნობეს.

„როგორ მოვიხმაროთ ბუნებრივი გაზი უსაფრთხოდ, რა წესები უნდა დავიცვათ გაზის ხელსაწყოების მოხმარებისას, რომელი დანადგარებია უსაფრთხო და რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის , რომ ჩვენი ოჯახის წევრებსა და მეზობლებს საფრთხე არ შევუქმნათ - ეს ძირითადი საკითხებია, რაზეც „თბილისი ენერჯის“ ხელმძღვანელები და გაზის უსაფრთხოების სპეციალისტები დედაქალაქის მოსახლეობასთან შეხვედრისას საუბრობენ.

კომპანია აქტიურად განაგრძობს უსაფრთხოების საინფორმაციო კამპანიას. მორიგი შეხვედრა სამგორის რაიონში გაიმართა. „თბილისი ენერჯის“ მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკით, სამგორის რაიონი ერთ-ერთი ყველაზე პრობლემურია, სადაც ხშირია გაზის ქსელზე აკრძალული სახიფათო დანადგარების დაერთების შემთხვევები“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

უსაფრთხოების კამპანიაში მონაწილეობდნენენ ენერგოომბუდსმენი, სამგორის რაიონის გამგებელი, დეპუტატები და დედაქალაქის საკრებულოს წევრები.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა