ჩარგლის ქუჩაზე მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა

ჩარგლის ქუჩაზე მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა. ისინი მერიისგან ერთ წელზე მეტია დახმარებას ითხოვენ. საქმე ეხება საცხოვრებელი კორპუსის წინ მიმდებარე ტერიტორიას, სადაც კერძო ინვესტორების მიერ კორპუსების მშენებლობაა დაგეგმილი. მოსახლეობის თქმით, ინვესტორებმა აღნიშნული მიწები უკვე შეისყიდეს, მშენებლობა კი უახლოეს მომავალში უნდა დაიწყოს. მოსახლეობა აცხადებს, რომ ამ ტერიტორიაზე დამატებითი შენობების აგება მათ სრულ იზოლაციაში მოაქცევს, ბავშვებისთვის კი თავისუფალი სივრცე არ დარჩება.

ადგილობრივების თქმით, მშენებლობის დაწყებას მთის ფერდობის მოჭრის აუცილებლობას გამოიწვევს, რასაც სავარაუდოდ, მეწყრული პროცესები მოჰყვება.

„ჩვენ ვითხოვთ, ქალაქის მერიამ გაითვალისწინოს ჩვენი დუხჭირი ცხოვრება და ეს მიწა, რომელიც დღეს ატარებს „სპეცზონის“ ფუნქციას, გახდეს რეკრეაციული და მის სანაცვლოს ამ მიწის მფლობელს გადასცენ ალტერნატიული, ექვივალენტური ღირებულების ფართი, რათა იქ დაიწყოს მშენებლობა“, - განაცხადა კორპუსის ამხანაგობის თავმჯდომარემ თეიმურაზ ცერცვაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა