ანა ნაცვლიშვილი - მოლაპარაკების მაგიდა ააყირავა ხელისუფლებამ ოპოზიციის ლიდერების დევნითა და არასახელმწიფოებრივი პოზიციით

პარტია „ლელო საქართველოსთვის“ წევრის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, მოლაპარაკებების მაგიდა ხელისუფლებამ ააყირავა ოპოზიციის ლიდერების დევნითა და სრულიად არასახელმწიფოებრივი პოზიციით.

როგორც ნაცვლიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მიუღებელია, როცა ხელისუფლება ოპოზიციას ულტიმატუმის ენით ელაპარაკება.

„როდესაც ხელისუფლება ოპოზიციას ულტიმატუმის ენით ელაპარაკება, ეს აღარ ჯდება დემოკრატიული მმართველობის ფორმატში და მეორე და მნიშვნელეოვანი, ოპოზიციას არ აუყირავებია ეს მაგიდა, ეს მაგიდა ააყირავა ხელისუფლებამ ოპოზიციის ლიდერების დევნითა და სრულად შეუვალი და არასახელმწიფოებრივი პოზიციით“, - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

მისივე თქმით, ოპოზიციამ ხელისუფლებას საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით უამრავი ვარიანტი შესთავაზა, თუმცა ხელისუფლება დათმობაზე წასვლას არ აპირებს, რადგან „ქართულ ოცნებას“ არ აქვს იმედი, რომ ამ სისტემის გარეშე არჩევნებს მოიგებს.

„ამ პროცესში ოპოზიცია იყო ძალიან კონსტრუქციული და მიუხედავად იმისა, რომ „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებდა და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ დატოვოს ეს უსამართლო სისტემა, ოპოზიცია იყო ძალიან მოქნილი. რამდენიმე სხვადასხვა ვარიანტი შევთავაზეთ ჩვენ ხელისუფლებას, იქნებოდა ეს სრულად პროპორციული, ე.წ. გერმალური მოდელი, სხვადასხვა გადანაწილება მანდატების რომ საარჩევნო სისტემა იყოს სამართლიანი.

„ქართული ოცნება“ იჩენს სრულიად არასახელმწიფოებრივ მიდგომას ამ საკითხის მიმართ იმიტომ, რომ მას არ აქვს იმედი, რომ ასეთი უსამართლო სისტემის გარდა რაიმე მოაგებინებს მას არჩევნებს და შესაბამისად, ისინი არ ცდილობენ, იხელმძღვანელონ სახელმწიფო ინტერესით, ვიწროპარტიული ინტერესიდან ამოდიან და ამავდროულად მოლაპარაკებების მაგიდასთან მათ დაიწყეს ოპოზიციის ლიდერების ყოვლად უსამართლოდ და კანონის ყველა ნორმის დარღვევით დაკავებები. მაგიდაზე უკვე იდო პროექტი, რომელიც ყველას მიერ არის მოწონებული ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის გარეთ და ამ მოლაპარაკებებს საბოტირება გააკეთა „ქართულმა ოცნებამ“. ახლა ჯერი არის მათზე, როგორმე მოეგონ გონს და საკუთარი პარტიის ინტერესის მიღმა დაინახონ, რომ ქვეყანა არსებობს, რომელსაც სჭირდება სამართლიანი საარჩევნო სისტემა“, - აღნიშნა ნაცვლიშვილმა.

იხილეთ ვიდეო

ხათუნა ბურკაძე - პარლამენტმა არ უნდა მიიღოს კანონპროექტი, რომელიც გვყოფს, გვაპირისპირებს და ჩვენს ევროპულ მომავალს აზიანებს
ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
კახა ოქრიაშვილი - „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება ევროკავშირის კარს ბოქლომს სამუდამოდ დაადებს!
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს