ქეთევან ციხელაშვილი - ტატუნაშვილის მკვლელობა საოკუპაციო რეჟიმის სახეს წარმოადგენს, დამნაშავეები დაუსჯელნი არიან, მათი პასუხისგებაში მიცემა უმთავრესი საკითხია

არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობა საოკუპაციო რეჟიმის სახეს წარმოადგენს, - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა ჟურნალისტებს სოფელ წილკანში განუცხადა, სადაც არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების 2 წლისთავთან დაკავშირებით ჩავიდა.

ციხელაშვილის განცხადებით, ქართული მხარისთვის პრინციპული საკითხია, რომ საქართველოს მოქალაქეების მკვლელობაში დამნაშავეებმა პასუხი აგონ.

„საქართველოს უახლეს ისტორიაში ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული თარიღი არა მარტო ოჯახისთვის, რომლის მიმართაც დღეს კიდევ ერთხელ გამოვხატეთ თანაგრძნობა, არამედ თითოეული ჩვენგანისთვის, მთელი ჩვენი საზოგადოებისთვის, როდესაც არჩილ ტატუნაშვილი უკანონოდ დააკავეს, აწამეს და მოკლეს. ამას მოჰყვა ძალიან გრძელი 26 დღე, როდესაც ჩვენ ვცდილობდით, მისი ცხედარი გადმოგვცემოდა და ღირსეულად მიგვებარებინა მიწისთვის. არჩილ ტატუნაშვილი არის გმირი, რომელიც გვახსოვს და გვემახსოვრება, რომელმაც ღირსებით და გაუტეხლობით თავი გასწირა იმ მთავარი მიზნისთვის, რომელსაც ჩვენ აუცილებლად უნდა მივაღწიოთ. ამ მიზანს მსხვერპლის გარეშე უნდა მივაღწიოთ, რადგან დაუშვებელია, ასეთი ვაჟკაცები საოკუპაციო რეჟიმის მსხვერპლნი ხდებოდნენ.

არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობა საოკუპაციო რეჟიმის სახეს წარმოადგენს. დამნაშავეები დაუსჯელნი არიან. მათი პასუხისგებაში მიცემა არის უმთავრესი საკითხი, რომელიც შეიძლება არ მოსწონს მავანს, მაგრამ სხვაგვარად აბსოლუტურად წარმოუდგენელია, ეს არის ძალიან პრინციპული საკითხი. ჩვენი ახალგაზრდები – არჩილ ტატუნაშვილი, გიგა ოთხოზორია, დავით ბაშარული, ირაკლი კვარაცხელია - ის ადამიანები არიან, რომლებიც ამ რეჟიმის მსხვერპლნი გახდნენ ბოლო წლების განმავლობაში. თემას, რომ დამნაშავეებმა პასუხი აგონ, დღის წესრიგიდან არ მოვხსნით. საუბედუროდ, ეს არის იმ მოცემულობის ნაწილი, რომელიც 2008 წლიდან მოყოლებული ასე ღიად დადგა ჩვენს ქვეყანაში და რომელთანაც დაკავშირებულია უამრავი უმძიმესი დარღვევა ადამიანის უფლებებისა და ყველაზე უზენაესის, სიცოცხლის ხელყოფაც“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა