წყალტუბოში ტურისტული სეზონისთვის ემზადებიან

წყალტუბოში ტურისტული სეზონისთვის ემზადებიან. სამკურნალო პროცედურებთან და გამაჯანსაღებელ სპა თერაპიასთან ერთად კურორტში მოქმედ აბაზანებში მომსახურების ინოვაციური მეთოდები ინერგება, მთავარი აქცენტი კი კომფორტული და ჯანსაღი გარემოს შექმნაზე კეთდება.აღნიშნულ ინფორმაციას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, დღეს, "ბალნეოკურორტი წყალტუბოში" ქართული წარმოების ინოვაციური პროდუქტის - წყალი "ელექსირის" პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაციაზე კომპანია "ინოლაბის" მენეჯერმა თამარ აქოფაშვილმა "ელექსირის“ სასარგებლო თვისებებზე, მისი ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობისა და მრეწველობის დარგებში გამოყენების მიმართულებებზე ისაუბრა.

აღინიშნა, რომ წყლის „ელექსირის" სამკურნალოდ გამოყენებას ამიერიდან წყალტუბოში ჩასული დამსვენებლები ადგილზე შეძლებენ. პრეზენტაციას ადგილობრივი თვითმმართველობის პირველი პირები, DMO Imereti-ს ხელმძღვანელი ტატო ლილუაშვილი, იმერეთის ტურიზმის ცენტრის წარმომადგენლები და მედიცინის დარგის მუშაკები ესწრებოდნენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა